სამშენებლო პროექტების მენეჯერი
„ჯიაიჯი ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტიფლის სითი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე.
პოზიციის მიზანი: სამშენებლო პროექტების სრული ციკლის ეფექტური მართვა და აღსრულება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალებები: - პროექტის ბიუჯეტის შედგენის პროცესში აქტიური ჩართულობა და დადგენილი ბიუჯეტის კონტროლი; - პროექტის ვადების განსაზღვრა, კალენდარული გარფიკის მომზადება; - პროექტის ადამიანური, ფინანსური და ტექნიკური რესურსის განსაზღვრა; - პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში პოტენციური რისკების ინდეტიფიცირება, შეფასება, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა; - შესრულებული სამუშაოს შესაბამისობისა და ხარისხის რეგულარული მონიტორინგი; - სამშენებლო გუნდთან და ყველა დაკავშირებულ მიმართულებასთან, (ინჟინრები, არქიტექტორები, დიზაინერები, ქვეკონტრაქტორები და სხვა) აქტიური კოორდინაცია; - ტექნიკური პერსონალის და სხვა დაქირავებული პირების ზედამხედველობა; - პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კოორდინაცია; - პროექტის მიმდინარეობის შესახებ ყოველდღიური რეპორტების მომზადება და წარდგენა მენეჯმენტისათვის; - პროექტის ბიუჯეტის ანალიზი და ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგება მენეჯმენტისათვის; - სამშენებლო პროცესის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში წარმართვა; - სამშენებლო პროცესში შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვა; - გუნდის ეფექტური მართვა და მათ მოტივაციაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ტექნიკური ან სამშენებლო მიმართულებით; - პროექტის მართვის 5 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში; - სამშენებლო სპეციფიკის ცოდნა; - სამშენებლო რეგულაციების ცოდნა; - სამშენებელო მიმართულებით დოკუმენტაციის ანალიზი; - MS Office სტანდარტული პროგრამების კარგად ცოდნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Excel და Power Point; - ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, მნიშვნელოვანია სამშენებლო დოკუმენტაციისთვის დამახასიათებელი ტერმინოლოგიის ცოდნა; - B კატეგორიის მართვის მოწმობა.
პიროვნული მახასიათებლები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დროის ეფექტურად მართვის უნარი; - ანალიტიკური აზროვნების უნარი; - გუნდთან ეფექტურად მუშაობის და გუნდის მართვის უნარი; - ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები: - სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30, ერთ საათიანი შესვენება; - მდებარეობა: სათაო ოფისი - თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. 2ა / პეკინის გამზ. 34; სამუშაო ობიექტის ადგილმდებარეობა განისაზღვრება პროექტის შესაბამისად. - ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილურის ლიმიტი, Snap Fitness აბონიმენტი.
განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს: https://cleverstaff.net/i/vacancy-VzvR2e
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 01.11.2026 გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.