გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

8GCV4QZ2 გამოქვეყნდა 6 ნოე 16 ნახვა

საუზმის შეფი

სასტუმრო Astoria Tbilisi გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
₾2500 / თვეში ბოლო ვადა: 7 დეკ
შესვლა და განაცხადი
კვება · განცხადებაშიდაზღვევა · განცხადებაში

სასტუმრო "ASTORIA TBILISI" აცხადებს ვაკანსიას საუზმის შეფის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • საუზმის მენიუს მიხედვით კერძების მომზადების კონტროლი შესაბამისი ტექნოლოგიების დაცვით და განსაზღვრულ დროში;
  • პროდუქტების სწორი დამუშავება, შენახვა და ხარისხის კონტროლი;
  • სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვის კონტროლი;
  • საუზმის ბუფეტის დროული და ესთეტიკური მოწყობა და შევსება;
  • სამზარეულოს ინვენტარისა და სამუშაო სივრცის სისუფთავის კონტროლი;
  • ნედლეულის მოხმარების კონტროლი და საჭირო პროდუქციის დროული მოთხოვნა;
  • სტუმრების განსაკუთრებული მოთხოვნების (დიეტური, ალერგენები) გათვალისწინება;
  • HASP-ის ჟურნალის წარმოება;
  • სამზარეულოს თანამშრომლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა.

ძირითადი მოთხოვნები: სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ

  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებით უზრუნველყოფას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭონქაძის 23 სამუშაო საათები: 07:00-15:00 ხელფასი: 2500 +

თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და თვლით, რომ კომპეტენციები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს.

თქვენი რეზიუმის გამოგზავნით, ეთანხმებით, რომ გაეცანით აღნიშნულ პირობას და თანხმობას აცხადებთ, რომ 1 წლის განმავლობაში შევინახავთ და და დავამუშავებთ თქვენს მიერ გაზიარებულ ინფორმაციას ჩვენს ორგანიზაციაში დასაქმების მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა