8291 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

8HHS6G8Y გამოქვეყნდა 4 სექ 3 ნახვა

ბუღალტერი

კაია გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"კაია" არის თანამედროვე ტიპის თუნუქის საწარმო, რომელიც 2011 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანია მაღალტექნოლოგიური დანადგარებით, თუნუქისგან აწარმოებს სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო მასალებს.

ვაკანსიის დასახელება: ბუღალტერი

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აეროპორტის ხიდების მიმდებარედ.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00-18:00.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული გატარებების შესრულება (შესყიდვები, საბანკო ოპერაციები, რეალიზაციების და ჩამოწერის ოპერაციების წარმოება, ინვენტარიზაციის შედეგების ბაზაში ასახვა;)

** საბანკო გადარიცხვების შესრულება;

** წარმოებული საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა, დადგენილი წესებით დოკუმენტირება, შენახვა, დაარქივება;

** დოკუმენტაციების სიზუსტის მონიტორინგი;

** სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის კონტროლი;

** დებიტორებისა და კრედიტორების შესახებ ინფორმაციის კონტროლი;

** მთავარი ბუღალტრის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკა/ფინანსები);

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;

** სასურველია საბუღალტრო პროგრამა FMG (INFO) მუშაობის გამოცდილება;

** Microsoft Word და Excel საბაზისო დონის ცოდნა

დამატებითი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი:

** ორგანიზებულობა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ქართულ ენაზე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე:

სათაურის ველში აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა იქნება დაცული "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

"კაია" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კაია
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის