გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

8J9YVRWM გამოქვეყნდა 2 ნოე 18 ნახვა

არასაავიაციო ბიზნეს განვითარების სამსახურის უფ. კოორდინატორი

₾2820 / თვეში ბოლო ვადა: 3 დეკ
შესვლა და განაცხადი

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს კომერციული დეპარტამენტის არასაავიაციო ბიზნეს განვითარების სამსახურის უფროსი კოორდინატორის პოზიციაზე.

ადგილების რაოდენობა - 1 სამუშაო ადგილი - თბილისი გამოსაცდელი ვადა - 6 თვე თანამდებობრივი სარგო (დარიცხული): 2820 ლარი სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ფუნქციები

  • აეროპორტებში არასაავიაციო სერვისებისა და პროდუქტების განვითარების მიზნით, ბაზარზე არსებული პოტენციური პარტნიორების შესახებ ინფორმაციისა და საკონტაქტო მონაცემების მოძიება.
  • პოტენციურ და არსებულ პარტნიორებთან პირველადი კომუნიკაციის წარმოება, შეხვედრების ორგანიზება და მათთვის შესაბამისი ინფორმაციისა და კომერციული წინადადებების მიწოდების უზრუნველყოფა, უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად.
  • პოტენციური პარტნიორებისთვის აეროპორტების ინფრასტრუქტურისა და კომერციული შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, ვიზიტებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზაციული მხარდაჭერა.
  • აეროპორტებში მოქმედ პარტნიორებთან ყოველდღიური სამუშაო კომუნიკაციის წარმოება, მათგან მიღებული მოთხოვნებისა და ინფორმაციის შესაბამის სამსახურებთან გადამისამართება და საკითხების შესრულების სტატუსის მონიტორინგი.
  • აეროპორტებში არსებული კომერციული ობიექტებისა და სერვისების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება, გამოვლენილი ხარვეზების აღრიცხვა და მათ შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება.
  • ახალი კომერციული ობიექტების გახსნის პროცესში საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა, მათ შორის შესაბამის სამსახურებთან ინფორმაციის გაცვლისა და სამუშაო შეხვედრების კოორდინაცია.
  • აუქციონების მომზადებისა და ჩატარების პროცესში ადმინისტრაციული მხარდაჭერა, შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვება, ინფორმაციის სისტემატიზაცია და დადგენილი ვადების აღრიცხვა.
  • ახალ და არსებულ პარტნიორებთან ხელშეკრულებების გაფორმებისა და განახლების პროცესში საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება, შესაბამის სამსახურებთან გადაგზავნა და პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა.
  • არსებული და პოტენციური პარტნიორების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოება, განახლება და შესაბამისი ინფორმაციის სისტემატიზაცია.
  • სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება, პერიოდული ანგარიშების, პრეზენტაციებისა და სხვა სამუშაო მასალების მომზადებაში მონაწილეობა.
  • კომპანიაში მოქმედი შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციით განსაზღვრული წესებისა და პროცედურების დაცვა.
  • კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მინიმალური განათლება: ბაკალავრი
  • სამუშაო გამოცდილება: 2 წელი
  • ენები: ინგლისური C1.
  • დამატებითი მოთხოვნები: არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან/და ბიზნეს განვითარების სფეროში.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • საკონკურსო კომისიის მისამართი: საქართველო, თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, აეროპორტების დასახლება, ჭანკოტაძის ხეივანი N21

დამატებითი ინფორმაცია:

განაცხადების გადარჩევის შედეგად კონკურსანტი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი.

კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრებაზე შესაძლებელია განხორციელდეს გასაუბრების ვიდეო ან/და აუდიო ჩაწერა.

მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, კონკურსის მიზნებისთვის.

მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა