გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

8JAYH2BF გამოქვეყნდა 30 ოქტ 39 ნახვა

ბიზნესის განვითარების დირექტორი

ხაჭაპურიძე და პარტნიორები

ხაჭაპურიძე და პარტნიორები

შეთანხმებით ბოლო ვადა: 28 ნოე
შესვლა და განაცხადი

KH & PARTNERS აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების დირექტორის პოზიციაზე. თბილისი სრული განაკვეთი ანგარიშვალდებულება მმართველ პარტნიორთან

ვინ ვართ საერთაშორისო იურიდიული კომპანია. 33 წლის პრაქტიკა, ხუთი დეპარტამენტი, 36 მიმართულება. პარტნიორ ფირმებთან ერთად 160-ზე მეტი იურისტი 11 ქვეყანაში. კომპანია ჰოლდინგ LGM GROUP-ის ნაწილია. ჰოლდინგში ასევე შედის YUSTIA — ციფრული იურიდიული პლატფორმა, PRAXIS — პრაქტიკული განათლების აკადემია და პოდკასტი „ბიზნესი და სამართალი“. ვის ვეძებთ მენეჯერს, რომელმაც B2B გაყიდვები ძალიან კარგად იცის და გუნდის მართვა შეუძლია. დღეს კორპორატიული მომხმარებელი რეკომენდაციითა და პირადი კავშირებით მოდის. ეს მუშაობს, მაგრამ სისტემა არ არის და არ იზომება. პროცესი თქვენ უნდა შექმნათ.

მოვალეობები

  • B2B გაყიდვების სისტემის აწყობა და მართვა

სავალდებულო

  • 10+ წელი B2B გაყიდვებში, მათ შორის გუნდის მართვაში
  • გაყიდვების მიმართულება ნულიდან გაქვთ აწყობილი და არა მზა პროცესი ჩაბარებული
  • მოლაპარაკება გადაწყვეტილების მიმღებთან — მფლობელი, დირექტორი, ფინანსური დირექტორი
  • CRM-ის დისციპლინა: ციფრი, რომელსაც თქვენ ასახელებთ, უნდა დგებოდეს
  • ინგლისური — თავისუფლად

უპირატესობა

  • პროფესიული მომსახურების სფერო — იურიდიული, აუდიტორული, საკონსულტაციო ან საბანკო
  • არსებული კავშირები ქართულ ბიზნეს-გარემოში
  • რუსული ენა

რას გთავაზობთ

  • პირდაპირი ანგარიშვალდებულება მმართველ პარტნიორთან — შუალედური რგოლების გარეშე
  • საკუთარი ბიუჯეტი და თავისუფლება გადაწყვეტილებაში
  • პროდუქტი, რომელსაც ყიდით: 36 მიმართულება და დასახელებული ექსპერტი თითოეულზე
  • ანაზღაურება: ფიქსირებული — მოლაპარაკებით + % ხელშეკრულებიდან — მოლაპარაკებით. ბონუსი მიბმულია დადებულ ხელშეკრულებაზე და არა შეხვედრების რაოდენობაზე.

განაცხადი CV გამოგვიგზავნეთ მისამართზე, სათაურით „ბიზნესის განვითარების დირექტორი“. წერილში დაამატეთ ერთი აბზაცი: როგორ მოიძიებდით პირველ ათ კორპორატიულ მომხმარებელს იურიდიული კომპანიისთვის საქართველოში? პასუხის გარეშე CV არ განიხილება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა