8667 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

8JR9XKSB გამოქვეყნდა 10 სექ 13 ნახვა

ლიდერ დეველოპმენტი

ლიდერ დეველოპმენტი

ოფის მენეჯერი

ლიდერ დეველოპმენტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სამშენებლო კომპანია ლიდერ დეველოპმენტი - აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.

ლიდერ დეველოპმენტი სამშენებლო ბაზარზე 2022 წელს გამოჩნდა და უკვე 5 მიმდინარე დიდი პროექტი აქვს. მშენებლობები მიმდინარეობს როგორც თბილისის გარე, ასევე ცენტრალურ უბნებში. კომპანიას უკვე ჰყავს 700-ზე მეტი კმაყოფილი კლიენტი და ეს რიცხვი მხოლოდ მზარდია. ჩვენი გუნდი აერთიანებს საერთაშორისო გამოცდილების მქონე არქიტექტორებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ინჟინრებსა და სხვა, პროექტებისთვის მნიშვნელოვან პროფესიონალებს. ჩვენი ამბიციაა, შევქმნათ დიზაინისა და კომფორტის სინერგია, რომელიც თანამედროვე ადამიანისა და ოჯახების სურვილებსა და საჭიროებებს სრულად მოერგება. ჩვენი პრიორიტეტია მაცხოვრებლის კომფორტი, გარემოსა და ლანდშაფტთან ვიზუალური სიმბიოზი, დიზაინის სრულყოფა და მინიმალიზმით მაქსიმალური ეფექტის სმიღწევაა. ყველა პროექტი უმაღლესი სტანდარტებით ხორციელდება, რაც დაცულობისა და სიმყარის გარანტია. სამომავლოდ, კომპანია გეგმავს არაერთი პროექტის განხორციელებას როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში.

ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს ოფისის ყოველდღიური საქმიანობის გამართულად წარმართვას და ადმინისტრაციული პროცესების ეფექტურად კოორდინაციას.

ძირითადი მოვალეობები: - ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული საქმიანობის ორგანიზება; - შემომავალი ზარებისა და კორესპონდენციის მიღება და შესაბამის პირებთან გადამისამართება; - დოკუმენტაციის მოწესრიგება, რეგისტრაცია და არქივირება; - ოფიციალური წერილების, ცნობებისა და სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტების მომზადება; - შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება; - ოფისისთვის საჭირო საკანცელარიო და სხვა მარაგების კონტროლი და შეკვეთა; - კურიერებთან, მომწოდებლებთან და მომსახურე კომპანიებთან კომუნიკაცია; - თანამშრომლებისთვის საჭირო ადმინისტრაციული საკითხების კოორდინაცია; - კომპანიის სტუმრების მიღება; - ხელმძღვანელობის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება სასურველია; - ოფის მენეჯერის, ადმინისტრატორის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - საოფისე პროგრამების ცოდნა; - გამართული ქართული წერითი და ზეპირი მეტყველება; - ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; - ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები: - სამუშაო დღეები: ორშაბათი – პარასკევი - სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 - დასვენება: შაბათი და კვირა - სამუშაო ადგილი: თბილისი - ანაზღაურება: გამოცდილებიდან გამომდინარე

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.

შეტყობინება: ლიდერ დეველოპმენტი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიდერ დეველოპმენტისთვის ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ლიდერ დეველოპმენტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა