9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

8K7SW51D გამოქვეყნდა 16 ოქტ 51 ნახვა

კონსულტანტი

Super გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1100–1200 / თვეში −8% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,251 ₾ · 207 განცხადება ბოლო ვადა: 17 ნოე

"სუპერი" საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. "სუპერი" ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 12 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://superstore.ge/

მიმდინარედ "სუპერის" სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრს კონსულტანტის თანამდებობაზე ვეძებთ.

ფილიალის მისამართები, რომელშიც გვაქვს ვაკანტური ადგილი:

  • თბილისი, საბურთალო, ს/ც "სითი მოლი"
  • თბილისი, ვარკეთილი, ს/ც "ისთ ფოინთი"
  • თბილისი, ვარკეთილი, ს/ც "ვარკეთილი მოლი"
  • თბილისი, დიღომი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი
  • თბილისი, ვერა, რომან მიმინოშვილის ქუჩა
  • ბათუმი, ს/ც "ბათუმი მოლი"

ვაკანტური თანამდებობის შესახებ:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე - 40 საათი, დღეში 8 საათი
  • დასვენების დრო: კვირაში 2 დღე
  • სამუშაო გრაფიკი 1: ორცვლიანი - 10:00-19:00/13:00-22:00, სავაჭრო ცენტრის ფილიალები / ერთცვლიანი - 11:00-20:00, ვერისა და დიღმის ფილიალები
  • ანაზღაურების ტიპი: მხოლოდ ფიქსირებული
  • ანაზღაურება: 1100 ლარი - 1200 ლარი (ცვლილება 1 წლის შემდეგ)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი კონსულტირების გაწევა;
  • პროდუქციის განთავსება თაროებზე: მარაგების შევსება, ახალი ნივთების განთავსება, არსებული პროდუქციის ადგილის ცვლილება კომპანიაში არსებული მერჩენდაიზინგის;
  • პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების განთავსება/განახლება;
  • პროდუქციის სისუფთავისა და სარეალიზაციო სახის შენარჩუნება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია, მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სერვისულობა;
  • კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური ოპერირების უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა

გუნდის წევრს ვთავაზობთ:

  • კარიერული და პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას - კომპანია მზად არის თქვენი ინიციატივების შესაბამისად მოგცეთ შესაძლებლობა ისწავლოთ, განვითარდეთ, დაწინაურდეთ;
  • სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას;
  • კომფორტულ სამუშაო გრაფიკს;
  • სამსახურს საცხოვრებელთან ახლოს;
  • კომპანია "სუპერის" პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლებას

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს);
  • გასაუბრება კომპანიის წარმომადგენელთან.

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება და სასურველი ფილიალი) ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ბმულზე: https://forms.gle/ZaKdikHr9krntg9Q7

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "სუპერის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 3 (სამი) თვის ვადით, მითითებულ პერიოდში თქვენი კანდიდატურის იმავე ან სხვა თანამდებობაზე განხილვის მიზნით.

"სუპერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა