სტაჟიორი
სტაჟიორის ვაკანსია - თელავის ფილიალისთვის (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით)
გსურთ კარიერის დაწყება საბანკო სფეროში?
გეძლევათ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ჩვენს გუნდს სტაჟიორის პოზიციაზე, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურებად სტაჟირებას
- რეალურ საბანკო პრაქტიკას და გამოცდილებას
- პროფესიულ განვითარებას და სწავლების შესაძლებლობას
- კარიერის გაგრძელების პერსპექტივას სტაჟირების დასრულების შემდეგ
მოთხოვნები:
- 3-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
- განიხილება საბანკო სფეროში დასაქმებული კანდიდატებიც.
- დაინტერესებული საბანკო სფეროთი და სტაჟირებით
- ინგლისური ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
პასუხისმგებლობიანი, მოტივირებული, ენერგიული, სიახლეების სწრაფად ათვისების უნარით თუ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის და გსურს კარიერის დაწყება დინამიურ და სტაბილურ გარემოში - შემოგვიერთდი!
გამოგვიგზავნე შენი CVვაკანსიის დასახელებით — "სტაჟიორი" შემდეგ ელ. ფოსტაზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 23/11/2026
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე.
სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.