ადმინისტრატორი
"Tactical.ge" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრი "მეგალაინი"
- ანაზღაურება: 1951₾ (დარიცხული)
- დამატებითი ბონუსი შესრულებული გეგმის მიხედვით
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 13:00-22:00, 1 საათი შესვენება
ძირითადი მოვალეობები:
- პერსონალის მართვა და ყოველდღიური სამუშაო პროცესის კოორდინაცია;
- პროდუქციის მიღება, აღრიცხვა, სწორად განთავსებისა და მარაგების კონტროლი;
- ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და საწყობის მარაგების პერიოდული გადამოწმება;
- პროდუქციის გადაადგილების პროცესში ჩართულობა;
- გაყიდვების მაჩვენებლების მონიტორინგი და შესრულების კონტროლი;
- მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა და პრობლემური საკითხების ეფექტურად გადაწყვეტა;
- სალაროს მუშაობის კონტროლი და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება.
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სალარო და სასაწყობე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (1C, ბალანსი ან ანალოგიური პროგრამები);
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
პიროვნული უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროისა და სამუშაო პროცესის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ელემენტარული მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნება.
თუ გსურს გახდე Tactical.ge-ს გუნდის წევრი და იმუშაო სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე მეილზე და დააწერეთ "Tactical ადმინისტრატორი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.