პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

8QV4E5YD გამოქვეყნდა 7 ნოე 1 ნახვა

სტაჟირება - ლოჯისტიკის მიმართულებით / იმპორტი

აი სი არ თრეიდი

აი სი არ თრეიდი

აი სი არ თრეიდი გარე განცხადება
₾1000 / თვეში ბოლო ვადა: 4 დეკ
ორიგინალზე გადასვლა ↗

შპს „აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საერთაშორისო ლოჯისტიკის (იმპორტის) მიმართულებით.

თუ ხარ დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის სტუდენტი ან კურსდამთავრებული, გაინტერესებს საერთაშორისო ლოჯისტიკის სფერო და გსურს ახალი პროფესიის შესწავლა, ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

დაიწყე კარიერა საერთაშორისო ლოჯისტიკაში ICR Group-თან ერთად! აი სი არ ჯგუფი საქართველოში საცალო ვაჭრობის სფეროს ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციაა, რომელიც 1993 წლიდან საქმიანობს და 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს. ჯგუფი საქართველოში წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯისა და კვების სფეროს საერთაშორისო ბრენდებს. ჯგუფის ერთ-ერთი კომპანია, შპს „აი სი არ ტრეიდი“, აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა ECCO, Geox, Bata, Okaidi, Jacadi, Replay, Corso Italia და სხვა. კომპანია მართავს 60-მდა მაღაზიას თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 125 სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00 სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-6 თვე ანაზღაურება სტაჟირების განმავლობაში: დარიცხული 1000 ლარი (GROSS)

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანებს, რომლებსაც სურთ პრაქტიკული გამოცდილების მიღება, პროფესიული უნარების განვითარება და კარიერის დაწყება საერთაშორისო ლოჯისტიკის სფეროში. წინასწარი სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი - ჩვენთვის მთავარია შენი მოტივაცია, სწავლის სურვილი და პასუხისმგებლობის გრძნობა.

სტაჟირების ფარგლებში შეისწავლი

  • საერთაშორისო იმპორტის პროცესის სრულ ციკლს - მომწოდებლისგან პროდუქციის გამოგზავნიდან კომპანიის საწყობამდე;
  • მომწოდებლებთან და საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაციის პროცესს;
  • ტრანსპორტირების დაგეგმვისა და ოპტიმალური ლოჯისტიკური გადაწყვეტილებების მიღების პრინციპებს;
  • იმპორტისა და განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას;
  • ტვირთის გადაადგილების მონიტორინგისა და ლოჯისტიკური პროცესების კოორდინირების პრაქტიკას;
  • სატრანსპორტო და სადაზღვევო შემთხვევების მართვის ძირითად პრინციპებს;
  • ERP სისტემაში ტვირთის აღრიცხვისა და ლოჯისტიკურ მონაცემებთან მუშაობის პროცესს;
  • საერთაშორისო ლოჯისტიკაში ხარჯების, ვადებისა და მიწოდების ეფექტიანობის ანალიზის საფუძვლებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია

  • იყო დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • ფლობდე ინგლისურ ენას;
  • ფლობდე საოფისე პროგრამებს, განსაკუთრებით MS Excel-ს, საბაზისო დონეზე;
  • გამოირჩეოდე მაღალი მოტივაციითა და ახალი ცოდნის მიღების სურვილით;
  • გქონდეს ანალიტიკური აზროვნება, დეტალების მიმართ ყურადღება და ორგანიზებულობის უნარი;
  • შეგეძლოს გუნდური მუშაობა და ეფექტიანი კომუნიკაცია.

რას გთავაზობთ?

  • 3–6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად დაეუფლები საერთაშორისო ლოჯისტიკის პრაქტიკულ პროცესებს;
  • საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობისა და იმპორტის რეალურ პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
  • გამოცდილი გუნდის მხარდაჭერასა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • წარმატებული სტაჟირების დასრულების შემდეგ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობას.

როგორ მიიღო მონაწილეობა? თუ დაინტერესდი და გსურს შემოუერთდე ჩვენს გუნდს, შეავსე ფორმა და ატვირთე შენი რეზიუმე (CV): https://icrtrade.selfrecruit.ge/s/MNHQJ შენი კარიერა შეიძლება სწორედ აქ დაიწყოს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა