უფროსი Back-End დეველოპერი
სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო აცხადებს ვაკანსიას უფროსი Back-End დეველოპერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი და არსებული სისტემების ტექნიკური დიზაინის შექმნა, ფუნქციონალური და ტექნიკური ანალიზი;
** თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით Back-End სერვისების შექმნა, განვითარება და მხარდაჭერა, როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად;
** აქტიური მონაწილეობა პროგრამული მოდულების არქიტექტურის დაგეგმარებისას და კოდის განხილვის პროცესში;
** საკითხების დროულად შესრულება, თანამშრომლობა სხვადასხვა გუნდებთან (Frontend, QA, DevOps).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (კომპიუტერული/ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით);
** Java/J2EE (EJB, JPA) (Spring /Spring Boot) ცოდნა;
** რელაციურ და არარელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** ვებ სერვისების (RESTful, Soap) შექმნისა და გამოყენების გამოცდილება;
** Unit Test-ებთან მუშაობის გამოცდილება;
** MQ Messaging სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
** Elastic და Redis სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** Git-თან მუშაობის გამოცდილება;
** Glassfish, jboss, Tomcat სერვერებთან მუშაობის გამოცდილება;
** Frontend framework-ის გამოცდილება;
** სასურველია Microservice Architecture გამოცდილება;
** Back-End სერვისებთან 5-დან 10 წლამდე სამუშაო გამოცდილება;
** საბაზო პროგრამული ალგორითმების ცოდნა, სერტიფიკატები ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.