გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

8SKPGM0W გამოქვეყნდა 13 ნოე 13 ნახვა

უფროსი ბუღალტერ-ანალიტიკოსი

PepsiCo გარე განცხადება
შეთანხმებით ორიგინალზე გადასვლა ↗

გამოქვეყნდა 13 ნოე (დარჩა 33 დღე) ბოლო ვადა: 16 დეკ

დაზღვევა · განცხადებაში

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს უფროსი ბუღალტერ-ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • აქტივების აღრიცხვის და მართვის პროცესის განხორციელება, ზედამხედველობა და სწორი აღრიცხვის უზრუნველყოფა კომპანიის პოლიტიკისა და US GAAP-ის შესაბამისად;
  • მარაგების, საქონლის და ძირითადი საშუალებების და მათი ხარჯების აღრიცხვის ეფექტური განხორციელება და ზედამხედველობა;
  • წარმოებული, იმპორტირებული საქონლის/მარაგების და ძირითადი საშუალებების ფინანსური მონაცემების დროული დამუშავება და წარდგენა მენეჯმენტისთვის;
  • ფინანსური ანგარიშგების პროცესების და სააღრიცხვო სისტემების ზედამხედველობა გაყიდული საქონლის ღირებულების, მარაგებისა, ძირითადი საშუალებების და მათი გადასახდელი თანხების ნაწილში;
  • მენეჯმენტისთვის სხვადასხვა ტიპის და ფორმის ანგარიშგების მომზადება და წარდგენა;
  • აქტიური მონაწილეობა ინიციატივებსა და პროექტებში, სხვადასხვა პროექტების ხელმძღვანელობა და პროცესების ლიდერობა;
  • თვის დახურვის პროცესების ეფექტურად და დროულად უზრუნველყოფა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად;
  • პროცესების შესაბამისი კონტროლების შესრულების ეფექტურობის უზრუნველყოფა;
  • გუნდის წევრების განვითარებაზე ზრუნვა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა.

კანდიდატის პროფილი

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან აუდიტის მიმართულებით, ACCA კვალიფიკაცია სასურველია;
  • 3+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური ანალიზის/საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით;
  • MS Office პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, განსაკუთრებით Excel; სასურველია 1С;
  • სასურველია IFRS და მენეჯერული ანგარიშგების/აღრიცხვის ცოდნა;
  • წარმოების პროცესების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ანალიტიკური აზროვნების ძლიერი უნარი;
  • ქართული ენის ცოდნა თავისუფლად; რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა ძალიან კარგად;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ძლიერი მოტივაცია, დეტალებზე ორიენტირება და მობილიზებულობა;
  • ენერგიულობა, ინიციატივის და პროცესის ლიდერობის წარმოჩენა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ?

  • გუნდისა და ხელმძღვანელთა მუდმივი მხარდაჭერა;
  • კონკურენტული ანაზღაურებისა და ბენეფიტების პაკეტი: ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება;
  • სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • 50%-იანი თანადაფინანსება შერჩეულ ბენეფიტზე;
  • კეთილდღეობისა და work-life balance მხარდამჭერი პროგრამები;
  • ტრანსპორტირება (მ/ს ისანი, მ/ს ტექნიკური უნივერსიტეტი).

სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა, სრული განაკვეთი (40 სთ კვირაში), ჰიბრიდული.

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ბმულზე 15 დეკემბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

უფროსი ბუღალტერი

ახალი
Supabase დისტანციური სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია მთელი მსოფლიო
კომპანიის საიტი დაზღვევა · განცხადებაში 13 ნოე 13 ნოე

მცირე ბიზნესის წამყვანი ბანკირი - ქუთაისი

ახალი
Bank of Georgia ქუთაისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
კომპანიის საიტი 12 ნოე 12 ნოე

კორპორატიული ბანკირი - მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტი

ახალი
TBC Bank თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
კომპანიის საიტი ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში 12 ნოე 12 ნოე

სერვის ექსპერტი - საცალო დაკრედიტების სესხების მომგებიანობა

ახალი
TBC Bank თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
კომპანიის საიტი ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში 12 ნოე 12 ნოე

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა