გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

8T4ACGC7 გამოქვეყნდა 16 ნოე 16 ნახვა

გამწმენდი ნაგებობის მექანიკოსი

ზუგდიდი სრული განაკვეთი სხვა მექანიკოსი
₾2310 / თვეში შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 16 ნოე (დარჩა 24 დღე) ბოლო ვადა: 10 დეკ

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფილიალის ზუგდიდის სერვისცენტრის გამწმენდი ნაგებობის მექანიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ზუგდიდი, ნ. ნიკოლაძის ქ. №3 ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 1 სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: 2310 ლარი (GROSS)

ფუნქცია-მოვალეობები

  • მექანიკური მოწყობილობების, ძრავებისა და ტუმბოების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ნაგებობების მექანიკური აღჭურვილობის დეტალური შემოწმება;
  • ტექნოლოგიური პროცესის აგრეგატებისა და ნაგებობების ფუნქციონირებაზე, საექსპლუატაციო და ტექნიკურ მომსახურებაზე კონტროლი და მონიტორინგი (მათ შორის: მიმღები სატუმბო სადგური, გისოსების შენობა, ქვიშდამჭერი, ანაერობული ავზები, ბიოფილტრის სატუმბო სადგურები, სარეცირკულაციო სატუმბო სადგურები, წვეთოვანი ფილტრები, ბიოფილტრები, მეორადი სალექარები, სალამე საშრობი მოედნები);
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვაზე კონტროლი;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • განათლება: სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; მიმართულება: სასურველია ტექნიკური;
  • სამუშაო გამოცდილება: სასურველია მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა.

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.

კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 10 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა