გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

8TPYVH7Z გამოქვეყნდა 4 ნოე 15 ნახვა

Key Account მენეჯერი

ევროპროდუქტი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 5 დეკ
შესვლა და განაცხადი
დაზღვევა · განცხადებაში

კომპანია "ევროპროდუქტი", როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Bayernland, Ritter Sport, Reber, Anthon Berg, Cachet, Bottega, Elle & Vire, Dardanel, Dilmah, Beretta, Zucchi, Granarolo და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 40 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად!

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

"ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას Key Account მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავჭალა; სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით);

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება ადგილობრივ ბაზარზე;
  • კომპანიის გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება;
  • დღისა და კვირის სამუშაო განრიგის დაგეგმვა და კონტროლი;
  • ვადაგადაცილებული ვალების ყოველდღიური კონტროლი, ანალიზი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • პრობლემურ ვალებზე მუშაობა;
  • საცალო და ქსელურ ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება (ფასების კონტროლი, ახალი პოზიციების და ბრენდების შეთავაზება);
  • ობიექტების ხელშეკრულებების დამუშავება, გაფორმება;
  • სთორჩექებზე გასვლა, შემოწმება, ხარვეზების აღმოფხვრა;
  • წინა დღის სთორჩეკის შედეგების გავლა;
  • გეგმების მიმდინარეობის გავლა;
  • ობიექტების მიერ ჩარიცხული თანხების მონიტორინგი;
  • კონკურენტების მონიტორინგი ფასების თუ სხვადასხვა აქტივობების;
  • უშუალო ხელმძღვანელთან და ბრენდ მენეჯერებთან ერთად აქციების და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა;
  • ქსელებთან პროდუქციის ახალი ფასების, აქციების გადაგზავნა;
  • ქეშბექის მონიტორინგი და მოთხოვნის ფორმის შევსება-გადაგზავნა ბუღალტერიასთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს სფეროში);
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია Apex-ს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე.

პიროვნული თვისებები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • მიზანდასახულობა;
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი;
  • დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი.

კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე. გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა "Key Account მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა