მოლარე-ოპერატორი
სს “ჰიუნდაი ავტო საქართველო” აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე
ძირითადი მოთხოვნები
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა ;
- RS.ge-ის სისტემაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და ორგანიზებულობა;
- სალარო პროგრამის დამოუკიდებლად და გამართულად გამოყენების ცოდნა;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- საქონლის რეალიზაციის და მომსახურების , ან დაბრუნებების გაფორმება;
- სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა და კონტროლი.
- პროგრამაში ინფორმაციის სიზუსტისა და შესაბამისობის კონტროლი;
- სალარო მომსახურების გაწევა ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით.
- საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციასთან და ბუღალტერიასთან კოორდინაცია.
- RS-ის სისტემაში საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვა და შესაბამისი ოპერაციების შესრულება;
ანაზღაურება: 1800 ლარი+დაზღვევა სასურველია ცხოვრობდეს დიღმის მასივის ან დიდი დიღმის ტერიტორიაზე
სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათი–პარასკევი: 10:00–18:00 სთ
- შაბათი: 10:00–17:00 სთ
- დასვენების დღე: კვირა
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე.