7516 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

8WAHGGM8 გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

სტაჟირება HR მიმართულებით

One Point გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" აცხადებს სტაჟირების პროგრამას HR მიმართულებით.

One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციებს HR მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.

One Point-ში სტაჟირება გაძლევთ შესაძლებლობას, მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება, ჩაერთოთ რეალურ HR პროექტებში და იმუშაოთ გამოცდილ პროფესიონალებთან ერთად. პროგრამის ფარგლებში გაეცნობით HR-ის სხვადასხვა მიმართულებას და განივითარებთ პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო უნარებს.

სტაჟირების ფარგლებში ჩაერთვებით შემდეგ მიმართულებებში:

** შერჩევა და ჰედჰანტინგი

** HR ადმინისტრირების აუთსორსინგი

** HR სტრატეგია და კონსალტინგი

** ორგანიზაციული განვითარება.

ეს სტაჟირება თქვენთვის არის, თუ:

** გაქვთ კარგი კომუნიკაციისა და ადამიანებთან ურთიერთობის უნარები

** ხართ ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული

** მოგწონთ გუნდური მუშაობა და ახალი გამოცდილების მიღება

** გაქვთ სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი

** გსურთ კარიერის დაწყება და განვითარება HR-ისა და HR კონსალტინგის მიმართულებით.

სამუშაო მოდელი - ჰიბრიდული (კვირაში 3 დღე ოფისიდან, 2 დღე სახლიდან).

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00-19:00

სამუშაო ადგილი - თბილისი, ლადო კავსაძის #3/ილია ჭავჭავაძის გამზირი #56

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი ელფოსტაზე -

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია ვან ფოინთს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
One Point
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა