გაყიდვების მენეჯერი
"სოლარ ავტო" - ელექტრომობილების დილერი, რომელიც 2022 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, ვახუშტი ბატონიშვილის ქ. სპეციალობა/სპეციალიზაცია: გაყიდვები, გაყიდვების მენეჯმენტი ინდუსტრია/სფერო: წარმოება საავტომობილო გამოცდილების დონე/რგოლი: უფროსი რგოლი განაკვეთი: სრული განაკვეთი დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:30-19:00, შაბათი: შეთანხმებით ანაზღაურება: 1500+ ლარი (გამოცდილების მიხედვით) + ბონუსი
პოზიციის აღწერა:
ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელსაც აქვს გამოცდილება ან დაინტერესება ელექტრომობილების სფეროთი. გუნდის წევრი იქნება პასუხისმგებელი კლიენტებთან კომუნიკაციაზე, გაყიდვების პროცესის მართვასა და მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფაზე.
მთავარი მოვალეობები:
- ელექტრომობილების გაყიდვების პროცესის მართვა და განვითარების ხელშეწყობა
- კლიენტების კონსულტაცია და შესაბამისი მოდელების შეთავაზება
- ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი
- კომპანიის სტანდარტების დაცვა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამოცდილება ან დაინტერესება ელექტრომობილების სფეროში
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე
- სპეციალობა/სპეციალიზაცია (აუცილებელი): გაყიდვები, გაყიდვების მენეჯმენტი
- გამოცდილების დონე/რგოლი: უფროსი რგოლი
- განათლების დონე (ები): ბაკალავრი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.