ავეჯის დიზაინერ-კონსტრუქტორი - სტაჟიორი
კომპანია "თორია" აცხადებს სტაჟირებას ავეჯის დიზაინერ-კონსტრუქტორის პოზიციაზე.
თუ დაინტერესებული ხართ ავეჯის დიზაინით, გსურთ პრაქტიკული გამოცდილების მიღება და პროფესიული განვითარება, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
სასურველი კვალიფიკაცია:
- არქიტექტურის ან შესაბამისი მიმართულების განათლება;
- ხაზვის გამოცდილება და ტექნიკური ნახაზების წაკითხვის უნარი;
- დიზაინის კურსის გავლა ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და სწავლის სურვილი.
სტაჟირების პირობები:
- სამუშაო ადგილი: ერისთავის ქუჩა 27;
- გრაფიკი: კვირაში 3 დღე, 16:00-დან 19:00 საათამდე (სტაჟირების პერიოდში);
- სტაჟირების განმავლობაში კანდიდატები მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას ავეჯის დიზაინისა და კონსტრუირების მიმართულებით;
- წარმატებულ კანდიდატებს ექნებათ კომპანია თორია-ში დასაქმების შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე.
ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: ავეჯის დიზაინერ-კონსტრუქტორი
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.