8848 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

8Y8XEX66 გამოქვეყნდა 25 აგვ 5 ნახვა

ფილიალის მენეჯერი

ასორტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.

კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.

სამუშაო განაკვეთი: სრული, 40 საათი.

ძირითადი ფუნქციები:

** ფილიალის რეალიზაციისა და ბიუჯეტის დაგეგმვა და გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;

** ფილიალის მომარაგების და მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა. კერძოდ: გასაყიდად დასამზადებელი პროდუქციის სახეობებისა და ოდენობის განსაზღვრა გაყიდვების მაჩვენებლის გათვალისწინებით, შესაბამისი შეკვეთის განხორციელება და შეკვეთილი პროდუქციის მიღება;

** სააღრიცხვო პროცესების მართვა - სალაროსა და ფულადი ოპერაციების კონტროლი, აღწერის პროცესის მართვა;

** ფილიალის სრული აღწერის (ინვენტარიზაციის) წარმოების უზრუნველყოფა; დანაკლისების არარსებობაზე ზრუნვა;

** ფილიალის თანამშრომლების დანიშვნა, განთავისუფლება, დაწინაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა და მათი ეფექტიანი მართვა;

** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის გრაფიკების შედგენა, დავალებების გადანაწილება და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების მენეჯერის ან/და ფილიალის მენეჯერის/ქსელის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B1 დონეზე;

** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდის მართვის უნარი;

** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;

** პასუხისმგებლიანობა;

** კომუნიკაბელურობა;

** განვითარებაზე ორიენტირებულობა.

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე:, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ფილიალის მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ასორტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის