სასტუმროს რეცეფციის თანამშრომელი
კომპანიის შესახებ: „კომპლექსი კრუიზი“ მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი სტანდარტის სერვისითა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებით.
ვაკანსია — სასტუმროს რეცეფციის თანამშრომელი
ლოკაცია: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 81 სამუშაო გრაფიკი: ცვლებში მუშაობა — 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს ანაზღაურება: 1200 ლარი კვება: უზრუნველყოფილია
ძირითადი მოვალეობები: - სტუმრების პროფესიონალური მიღება, რეგისტრაცია და გაცილება (Check-in / Check-out). - ჯავშნების მართვა და მონაცემების შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა. - სატელეფონო ზარებისა და ონლაინ მოთხოვნების მართვა. - სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და წესების შესახებ. - ანგარიშსწორების პროცედურების განხორციელება. - სტუმრების საჭიროებებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება. - რეპორტების მომზადება და ცვლის გადაცემა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ინგლისური და რუსული ენების ცოდნა — საკომუნიკაციო დონეზე. - ძლიერი კომუნიკაციისა და მომსახურების უნარები. - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა. - სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი. - კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: sophio.maisuradze@cruise.ge
საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.