სხვადასხვა
"ბაზა ჯგუფი" - კვების სფეროში მოქმედი კომპანია, რომელიც აერთიანებს კაფეტერიებს, საწარმოო და ქეითერინგის მიმართულებებს - აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1. კაფეტერიის მზარეული
სამუშაო პირობები:
** მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი 99 ** სამუშაო გრაფიკი: 5/2, ორშაბათი-პარასკევი ** დასვენება: შაბათი-კვირა ** ანაზღაურება: 1400 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** კერძების მომზადება დამტკიცებული რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური ბარათების შესაბამისად; ** მომზადებული პროდუქციის ხარისხისა და ვიზუალური სტანდარტების დაცვა; ** ნედლეულის სწორად და რაციონალურად გამოყენება, მარაგებისა და ვარგისიანობის კონტროლი; ** მზა პროდუქციის შენახვის, მარკირებისა და გაცემის წესების დაცვა; ** სანიტარულ-ჰიგიენური და HACCP-ის მოთხოვნების დაცვა; ** სამუშაო სივრცისა და სამზარეულოს ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა; ** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და დანაკარგების მინიმალიზაცია; ** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის შეფუთვა და პორციებად მომზადება.
რას ველოდებით კანდიდატისგან:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა და საქმისადმი ყურადღებიანი დამოკიდებულება; ** მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
2. მცხობელი
სამუშაო პირობები:
** მისამართი: დიღმის მასივი ** სამუშაო დრო: 9-საათიანი სამუშაო დღე ** სამუშაო გრაფიკი: 5/2 ** ანაზღაურება: 1400 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** პურისა და სხვადასხვა საცხობი ნაწარმის მომზადება დამტკიცებული რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური ბარათების შესაბამისად; ** ცომის მომზადება, დამუშავება, ფორმირება და გამოცხობა; ** მზა პროდუქციის ხარისხის, წონისა და ვიზუალური სტანდარტების კონტროლი; ** წარმოების გეგმის შესაბამისად პროდუქციის დროული მომზადება; ** ნედლეულის ხარისხისა და ვარგისიანობის კონტროლი და მისი რაციონალურად გამოყენება; ** საცხობი დანადგარებისა და ღუმელების სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება; ** სამუშაო სივრცისა და ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა; ** სანიტარულ-ჰიგიენური და HACCP-ის მოთხოვნების დაცვა; ** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის შეფუთვასა და გასაცემად მომზადებაში მონაწილეობა; ** ინვენტარიზაციისა და მარაგების კონტროლის პროცესში მონაწილეობა.
რას ველოდებით კანდიდატისგან:
** საცხობი მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას; ** ცომთან მუშაობისა და საცხობი დანადგარების გამოყენების ცოდნას; ** პასუხისმგებლობას, პუნქტუალურობასა და ორგანიზებულობას; ** პროდუქციის ხარისხისადმი ყურადღებიან დამოკიდებულებას; ** გუნდური მუშაობის უნარს; ** ფიზიკური დატვირთვისთვის მზადყოფნას - სამუშაო პროცესი მოიცავს ნედლეულის, პროდუქციისა და ინვენტარის გადაადგილებას.
3. საწარმოს მზარეული
სამუშაო პირობები:
** მისამართი: დიღმის მასივი ** სამუშაო დრო: 9-საათიანი სამუშაო დღე ** სამუშაო გრაფიკი: 5/2 ** ანაზღაურება: 1800 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** კერძების, ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის მომზადება დამტკიცებული რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური ბარათების შესაბამისად; ** კომპანიის კაფეტერიებისთვის, ლანჩბოქსებისთვის, ფურშეტებისა და კორპორატიული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი პროდუქციის მომზადება; ** ხორცის, თევზეულის, ბოსტნეულის, სოუსების, გარნირებისა და სხვა ნედლეულის პირველადი და ტექნოლოგიური დამუშავება; ** პროდუქციის ხარისხის, გემოვნური თვისებების, ვიზუალური სტანდარტებისა და პორციების კონტროლი; ** წარმოების გეგმის შესაბამისად პროდუქციის დროული მომზადება; ** ნედლეულის ხარისხისა და ვარგისიანობის კონტროლი და მისი რაციონალურად გამოყენება; ** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის შეფუთვა, მარკირება და ობიექტებზე გასაგზავნად მომზადება; ** მარაგების კონტროლსა და ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა; ** სამუშაო სივრცის, ინვენტარისა და აღჭურვილობის სისუფთავის უზრუნველყოფა; ** სანიტარულ-ჰიგიენური და HACCP-ის მოთხოვნების დაცვა.
რას ველოდებით კანდიდატისგან:
** მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას; ** სხვადასხვა ტიპის ნედლეულთან და საკვებ პროდუქტებთან მუშაობის ცოდნას; ** პასუხისმგებლობას, პუნქტუალურობასა და ორგანიზებულობას; ** პროდუქციის ხარისხისა და ჰიგიენური ნორმებისადმი ყურადღებიან დამოკიდებულებას; ** სწრაფ და ორგანიზებულ სამუშაო პროცესში მუშაობის უნარს; ** გუნდური მუშაობის უნარს.
4. კაფეტერიის პასუხისმგებელი მზარეული
სამუშაო პირობები:
** მისამართი: საბურთალო ** სამუშაო დრო: 9-საათიანი სამუშაო დღე ** სამუშაო გრაფიკი: 5/2 ** ანაზღაურება: 2000 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** კაფეტერიის სამზარეულოს ყოველდღიური სამუშაო პროცესის ორგანიზება და მართვა; ** სამზარეულოს თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია, სამუშაოების განაწილება და შესრულების კონტროლი; ** კერძების მომზადება და მომზადების პროცესის ზედამხედველობა დამტკიცებული რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური ბარათების შესაბამისად; ** პროდუქციის ხარისხის, გემოვნური თვისებების, ვიზუალური სტანდარტებისა და პორციების კონტროლი; ** მენიუსა და ტექნოლოგიური ბარათების შემუშავებასა და განახლებაში მონაწილეობა; ** ნედლეულის ხარისხის, რაოდენობისა და ვარგისიანობის კონტროლი; ** ნედლეულის რაციონალური გამოყენება და დანაკარგების მინიმალიზაცია; ** საჭირო ნედლეულისა და მარაგების განსაზღვრა და დროული მოთხოვნა; ** სანიტარულ-ჰიგიენური და HACCP-ის მოთხოვნების შესრულების კონტროლი; ** ინვენტარიზაციისა და გენერალური დასუფთავების პროცესში მონაწილეობა; ** სამზარეულოს თანამშრომლების ინსტრუქტაჟი და სამუშაო პროცესში მხარდაჭერა.
რას ველოდებით კანდიდატისგან:
** მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას; ** სამზარეულოს სამუშაო პროცესის ორგანიზებისა და გუნდის მართვის უნარს; ** კერძების მომზადებისა და ტექნოლოგიური პროცესების კარგ ცოდნას; ** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობასა და ორგანიზებულობას; ** პროდუქციის ხარისხისა და ჰიგიენური სტანდარტებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას; ** გუნდთან ეფექტური კომუნიკაციისა და სამუშაოების სწორად განაწილების უნარს.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 774 648.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.