მოლარე-ბარისტა, კაფეტერიის დამლაგებელი
"ბაზა ჯგუფი" - კვების სფეროში მოქმედი კომპანია, რომელიც აერთიანებს კაფეტერიებს, საწარმოო და ქეითერინგის მიმართულებებს - აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1. მოლარე-ბარისტა
სამუშაო პირობები:
** მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზირი 1/2 ** სამუშაო საათები: 09:00-22:00 ** სამუშაო გრაფიკი: თვეში 15 სამუშაო დღე ** ანაზღაურება: 65 ლარი დღიურად
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლის თავაზიანი, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება; ** მზა საკვების აწონვა, პორციებად გაცემა და მომხმარებლისთვის მიწოდება; ** მომხმარებლის შეკვეთის სწორად მიღება და დროული შესრულება; ** სალარო აპარატთან და POS-ტერმინალთან მუშაობა; ** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების სწორად განხორციელება; ** სალაროს გახსნა-დახურვა და ნაშთის კონტროლი; ** ყავის, ჩაისა და სხვა ცხელი/ცივი სასმელების მომზადება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად; ** პროდუქციის სწორად განთავსება, მარკირებისა და ვარგისიანობის ვადების კონტროლი; ** ბარის, სალაროსა და პროდუქციის მარაგების კონტროლი; ** სამუშაო სივრცის, ყავის აპარატისა და ინვენტარის სისუფთავისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა; ** სანიტარულ-ჰიგიენური და HACCP-ის მოთხოვნების დაცვა; ** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.
რას ველოდებით კანდიდატისგან:
** კომუნიკაბელურობასა და მომხმარებელზე ორიენტირებულ დამოკიდებულებას; ** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას; ** სისუფთავესა და მოწესრიგებულობას; ** გუნდური მუშაობის უნარს; ** პუნქტუალურობასა და ყურადღებას დეტალების მიმართ; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
2. კაფეტერიის დამლაგებელი
სამუშაო პირობები:
** მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი 33 ** სამუშაო საათები: 10:00-18:00 ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი ** დასვენება: შაბათი-კვირა ** ანაზღაურება: 1000 ლარი
ძირითადი მოვალეობები
** კაფეტერიის სივრცის ყოველდღიური დასუფთავება და მოწესრიგება; ** სველი წერტილებისა და სხვა საერთო სივრცეების სისუფთავის უზრუნველყოფა; ** იატაკების, კარებების, ავეჯის, სამუშაო ზედაპირებისა და სხვა ინვენტარის დასუფთავება; ** ნარჩენების დროული შეგროვება და გატანა; ** ჰიგიენური საშუალებების მარაგების კონტროლი; ** დასუფთავების ინვენტარისა და სარეცხი საშუალებების სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება; ** სანიტარულ-ჰიგიენური და HACCP-ის მოთხოვნების დაცვა; ** პერიოდულ გენერალურ დასუფთავებაში მონაწილეობა; ** სამუშაო დღის განმავლობაში კაფეტერიის სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგებული გარემოს შენარჩუნება.
რას ველოდებით კანდიდატისგან
** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას; ** სისუფთავესა და მოწესრიგებულობას; ** პუნქტუალურობას; ** საქმისადმი ყურადღებიან და კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას; ** გუნდური მუშაობის უნარს; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში:
დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 029 233
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.