9775 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

8ZMV794W გამოქვეყნდა 23 ოქტ 24 ნახვა

მერჩენდაიზერი

JSC MBGeorgia გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 21 ნოე

JSC MBGeorgia აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მერჩენდაიზერი

პოზიცია: მერჩენდაიზერი კომპანია: JSC MBGeorgia სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანიის შესახებ: JSC MBGeorgia წარმოადგენს გლობალური ჯგუფის, MBev Holding AG (ემბევ ჰოლდინგ აგ)-ს ჯგუფის წევრ კომპანიას და ამავდროულად საქართველოში ფლობს 2 ღვინის კომპანიას, სს შატო მუხრანსა და შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიას. JSC MBGeorgia-ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუცია საქართველოში.

კომპანია MBGeorgia აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

თუ ხართ პასუხისმგებლიანი, აქტიური და კომუნიკაბელური ადამიანი, გსურთ განვითარება გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით და გაინტერესებთ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სფერო, შემოგვიერთდით ჩვენს გუნდში!

ძირითადი მოვალეობები: - სავაჭრო ობიექტებში კომპანიის პროდუქციის სწორად განთავსებისა და ვიზუალური წარმოდგენის უზრუნველყოფა; - პროდუქციის თაროებზე განლაგების, ფასმაჩვენებლებისა და მარკირების კონტროლი; - პროდუქციის მარაგების მონიტორინგი; - სარეალიზაციო ობიექტებში სარეკლამო მასალების განთავსება; - სავაჭრო ობიექტებთან ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა; - შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშგება; - პრომოაქტივობებისა და სარეკლამო ღონისძიებების მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნესის, მარკეტინგის ან მომიჯნავე სფეროში; - სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; - კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა; - ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; - მართვის მოწმობა

ჩვენ გთავაზობთ: - პროფესიული განვითარებისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას; - მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე არაუგვიანეს 2026 წლის 15 ნოემბრის. გთხოვთ საგნის ველში (Subject) მიუთითოთ: მერჩენდაიზერი

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიციურ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

წარმატებას გისურვებთ!

JSC MBGeorgia მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ინახება 1 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას ჩვენი კომპანიის სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, ან წაშალა, მითითებულ მეილზე წერილობითი მიმართვის გზით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა