9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

902J210R გამოქვეყნდა 10 ოქტ 30 ნახვა

გაქირავების თანამშრომელი

სქი-გუდაური გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
₾1800 / თვეში ბოლო ვადა: 11 ნოე
ტრანსპორტი სახლამდე · განცხადებაშისაცხოვრებელი · განცხადებაშისწავლება · განცხადებაში

სათხილამურო სკოლა და გაქირავება "Ski Gudauri" აცხადებს ვაკანსიას გაქირავების თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: გუდაური სამუშაო პერიოდი: სეზონური — დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით ანაზღაურება: 1800 ლარი + ბონუსი სამუშაო გრაფიკი: 09:00-21:00 კვირაში 6 სამუშაო დღე ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურებადია

ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლობიან და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც შეუერთდება ჩვენს სათხილამურო აღჭურვილობის გაქირავების გუნდს გუდაურში.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლების მიღება და კონსულტაცია (შევასწავლით ადგილზე);
  • სათხილამურო და სნოუბორდის აღჭურვილობის შერჩევაში დახმარება;
  • აღჭურვილობის გაცემა და დაბრუნების პროცესის მართვა;
  • გაქირავების სივრცეში წესრიგისა და ორგანიზებულობის უზრუნველყოფა;
  • მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
  • სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სხარტი და ენერგიული;
  • ყურადღებიანი და პასუხისმგებლობიანი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • თხილამურებთან ან/და სნოუბორდთან დაკავშირებული ცოდნა და გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პერფორმანსზე დაფუძნებულ კარგ საბონუსე სისტემას;
  • საცხოვრებლით უზრუნველყოფა გუდაურში;
  • ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
  • ანაზღაურებად ზეგანაკვეთურ სამუშაოს;
  • სამუშაოს დაწყებამდე ადგილზე გაივლით შესაბამის გადამზადებას - სამუშაოს სპეციფიკას, აღჭურვილობასთან მუშაობასა და შიდა პროცესებს სრულად შეგასწავლით;
  • აქტიურ სამუშაო გარემოს გუდაურის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ სათხილამურო კომპანიაში.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა