უფროსი იურისტი
"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას უფროსი იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (ბიზნეს ცენტრი საბურთალოზე);
- სამუშაო დრო: სრული განაკვეთი. ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ (დისტანციური ან/და შეთავსებით მუშაობა არ განიხილება);
- ანაზღაურება: 5000 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო + ჯანმრთელობის დაზღვევა + FIT PASS;
- გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადია სრულად).
ძირითადი მოვალეობები:
- ყველა სახის იურიდიული დოკუმენტების მომზადება/ანალიზი (ხელშეკრულება, შეთანხმება, ბრძანება, განცხადება, აქტი, ოქმი, დებულება, წესდება, შინაგანაწესი და სხვა);
- ადმინისტრაციული საჩივრის შედგენა და წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში;
- იურიდიული კონსულტაციის გაწევა და სამართლებრივი დასკვნის შედგენა;
- ადვოკატირება ყველა ინსტანციის სასამართლოში;
- კომპანიების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში;
- უძრავი ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში;
- სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია;
- ბინადრობის და შრომის უფლების მოპოვება;
- სახელმწიფო შესყიდვებთან/ტენდერებთან დაკავშირებულ დავებში წარმომადგენლობა;
- სხვადასხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (სამოქალაქო სამართლის განხრით) (სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება);
- იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;
- ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად);
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულოა);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა);
- მართვის მოწმობა (ჩაითვლება უპირატესობად).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.