9770 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

90MMCPCG გამოქვეყნდა 19 ოქტ 16 ნახვა

მთავარი ტექნიკოსი

ბენე კომფორტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა ტექნიკოსი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 20 ნოე

"ბენე კომფორტი" უძრავი ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის ლიდერი პროვაიდერი კომპანია 2020 წლიდან სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის სამომხმარებლო ბაზარზე და უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას, როგორც კომერციული ობიექტებისთვის ისე საცხოვრებელი კომპლექსებისთვის.

"ბენე კომფორტის" მრავალფეროვანი პორტფელი 60-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს, მათ შორის: აპარტ-ოტელებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, კომერციულ სივრცეებს, სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ ობიექტებს.

"ბენე კომფორტი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ტექნიკოსის პოზიციაზე გუდაურში.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საცხოვრებელი კომპლექსების შიდა და გარე პერიმეტრის ტექნიკური მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი და კონტროლი;
  • ობიექტებზე უსაფრთხო და გამართული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ტექნიკური და უსაფრთხოების ზომების დაცვის მონიტორინგი;
  • უსაფრთხოების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა, შიდა და გარე პერიმეტრზე არსებული ტექნიკური და უსაფრთხოების საკითხების ერთობლივი კონტროლი;
  • შიდა და გარე პერიმეტრზე ტექნიკური პრობლემებისა და შესაძლო რისკების დროული გამოვლენა;
  • გამოვლენილი ხარვეზების მიზეზების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრისთვის საჭირო პრევენციული და ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვა;
  • გაუმართაობებისა და ტექნიკური რისკების თავიდან აცილების მიზნით, პროფილაქტიკური სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • საჭიროების შემთხვევაში, სპეციალიზებულ კომპანიებთან ან შესაბამის სპეციალისტებთან სამუშაოების კოორდინაცია;
  • ტექნიკური სამუშაოების შესრულების პროცესის მონიტორინგი და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება — გამოვლენილი პრობლემების, დაგეგმილი და შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა;
  • თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში;
  • ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და მათი შესრულების კონტროლი;
  • საგანგებო ან ტექნიკური პრობლემების არსებობის შემთხვევაში, ოპერატიული რეაგირება და შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ტექნიკური განათლება (საშუალო პროფესიული ან უმაღლესი);
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ელექტრო, სანტექნიკური, გათბობისა და სხვა საინჟინრო სისტემების საბაზისო ცოდნა.

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;
  • სამუშაო პერიოდი: ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით (სეზონზე);
  • სამუშაო ადგილი: გუდაური;
  • ანაზღაურება: 2500-3000; ასევე საცხოვრებლისა და კვების ხარჯის უზრუნველყოფით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მთავარი ტექნიკოსი გუდაურში".

კომპანია "ბენე კომფორტში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბენე კომფორტის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ ყველა პუნქტს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა