8709 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

91ADWB25 გამოქვეყნდა 2 სექ 3 ნახვა

პოდკასტის მარკეტინგის სტაჟიორი

იურიდიული კომპანია გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება მარკეტინგი / PR
შეთანხმებით ბოლო ვადა:

გინდა, მარკეტინგში კარიერა დაიწყო არა მხოლოდ სწავლით, არამედ რეალურ პროექტზე მუშაობით?

თუ ხარ მოტივირებული, ამბიციური, კრეატიული და საკუთარ მომავალს მარკეტინგის სფეროში ხედავ, შესაძლოა, სწორედ შენ გეძებთ.

იურიდიული კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოდკასტის მარკეტინგის სტაჟიორის პოზიციაზე.

ჩვენ ვიწყებთ ახალი პოდკასტების სერიას, რომელიც შეეხება ფსიქოლოგიურ და სამართლებრივ თემებს და რომლის განვითარებაშიც გვინდა, რომ თავიდანვე ჩაერთოს ადამიანი, ვისაც მარკეტინგი ნამდვილად აინტერესებს.

ეს არ არის შესაძლებლობა, სადაც მხოლოდ დავალებებს შეასრულებ.

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც ჩვენთან ერთად განავითარებს ახალ პროექტს, მიიღებს რეალურ გამოცდილებას, გამოცდის საკუთარ იდეებს, ისწავლის პროცესში და ეტაპობრივად შექმნის საკუთარ პროფესიულ პორტფოლიოს.

პირობები:

** სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-6 თვე

** გრაფიკი: მოქნილი

რას გააკეთებ?

** პოდკასტის მარკეტინგული განვითარების პროცესში მონაწილეობა;

** მოწვეულ სტუმრებთან კომუნიკაცია;

** პოდკასტის ჩაწერაზე დასწრება;

** პოდკასტის რილსებისა და პრომოების მომზადება;

** მომზადებული მასალის განთავსება და გავრცელება სოციალურ ქსელებში;

** კომპანიებთან და პოტენციურ სარეკლამო პარტნიორებთან კომუნიკაციაში მონაწილეობა;

** ჩვენთან ერთად იმსჯელებ, რა მუშაობს უკეთ, რა შეიძლება გაუმჯობესდეს და როგორ გავზარდოთ პოდკასტის აუდიტორია;

** გექნება შესაძლებლობა, შენი იდეები რეალურ პროექტზე გამოცადო და საკუთარი სიტყვა თქვა მარკეტინგში.

პოდკასტის თემატიკას, ძირითად კონტენტსა და საერთო საკომუნიკაციო მიმართულებას განსაზღვრავს პროექტის ხელმძღვანელი — შენი როლი იქნება ამ მიმართულების განხორციელებასა და განვითარებაში აქტიური მონაწილეობა.

რას მიიღებ ჩვენთან?

რეალურ გამოცდილებას.

იმუშავებ ახალ, განვითარებად პროექტზე, რომლის შექმნისა და განვითარებაში შენი წვლილი თავიდანვე გამოჩნდება.

შეძლებ:

** მიიღო პრაქტიკული გამოცდილება მარკეტინგისა და სოციალური მედიის მიმართულებით;

** ისწავლო რეალურ სამუშაო პროცესში;

** გამოცადო საკუთარი მარკეტინგული იდეები;

** იმუშაო სხვადასხვა ადამიანთან და მნიშვნელოვნად გაიფართოო პროფესიული ნეთვორქი;

** შექმნა რეალურ პროექტებზე დაფუძნებული პორტფოლიო;

** მიიღო გამოცდილება, რომელზეც მომავალში შენს კარიერას ააშენებ.

ვის ვეძებთ?

ვეძებთ ადამიანს, რომელიც:

** საკუთარ მომავალს მარკეტინგის სფეროში ხედავს და ამ მიმართულებით კარიერის დაწყება სურს;

** აქვს მარკეტინგის მიმართულებით საბაზისო ცოდნა და ამ სფეროს მიმართ რეალური ინტერესი;

** აქვს ვიდეოების ედითინგის ძლიერი უნარი და შეუძლია რილსებისა და პრომოების მომზადება;

** არის კომუნიკაბელური და ადამიანებთან ურთიერთობა მარტივად გამოსდის;

** არის პასუხისმგებლობიანი, ორგანიზებული და ყურადღებიანი;

** არ ეშინია ინიციატივის გამოჩენისა და საკუთარი იდეების შეთავაზების;

** არის ამბიციური და განვითარებაზე ორიენტირებული;

** სურს რეალურ პროექტზე მუშაობით გამოცდილების დაგროვება და საკუთარი პორტფოლიოს შექმნა.

წინა სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შენი ცოდნა, მოტივაცია, შესაძლებლობები და სურვილი, რომ ისწავლო და განვითარდე.

წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში, სტაჟირების დასრულების შემდეგ, განვიხილავთ დასაქმების შესაძლებლობას.

გამოგვიგზავნე შენი CV და მოკლედ მოგვწერე, რატომ გინდა ამ პროექტში მონაწილეობა:

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
იურიდიული კომპანია
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა