ფილიალის მენეჯერი
კომპანია "ჯიბე Cash & Carry" ბათუმის ფილიალში ვეძებთ ფილიალის მენეჯერს.
სამუშაო გრაფიკი: 08:00-16:00 (კვირაში 6 დღე)
ანაზღაურება: 2100 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 1900-2000) + სეზონური დანამატი 200₾
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ვადების და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი;
** მაღაზიის სასაქონლო მარაგების ეფექტურად მართვის უზრუნველყოფა, მათ შორის არსებული მარაგების ვადების კონტროლი;
** დაქვემდებარებული პერსონალის შრომის ადმინისტრირება;
** ინვენტარიზაციის პროცესების წარმართვა, მაღაზიაში არსებული მატერიალური ფასეულობების მუდმივი კონტროლის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია სასურსათო და საყოფაცხოვრებო ტიპის ქსელურ მაღაზიაში მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა;
** პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე:. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ან დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00), ტელ:.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/dPTNNo1e
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.