7980 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

91Z7WVJN გამოქვეყნდა 25 აგვ 1 ნახვა

კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი

Galleria Tbilisi via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

გალერია თბილისი აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.

მდეობარეობა: თბილისი Web: http://galleria.ge/

ძირითადი მოვალეობები - სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე არსებული სერვისების, შიდა ინფრასტრუქტურის, მოიჯარეების განლაგებისა და მიმდინარე მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი ცოდნა . - მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა, მხარდაჭერა, საჭირო ინფორმაციის ოპერატიული მიწოდება და კონსულტაციის გაწევა სავაჭრო ცენტრში არსებული შიდა რეგულაციებისა და სტანდარტების შესაბამისად. - სავაჭრო ცენტრში მიმდინარე კამპანიებისა და ღონისძიებების აქტიური პოპულარიზაცია ვიზიტორთა ჩართულობის გაზრდის მიზნით. - სავაჭრო ცენტრის მოიჯარეების შიდა სარეკლამო კამპანიების მხარდაჭერა, მათ შორის სასაჩუქრე ბარათების პროგრამების, სპეციალური შეთავაზებებისა და საქველმოქმედო ღონისძიებების ადმინისტრირება. - მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი, წინა ისტორიის განხილვა და ინფორმაციის დამუშავება ზუსტი, ამომწურავი და გადამოწმებული პასუხების მიწოდების მიზნით. - კრიზისული სიტუაციების მართვა და უსაფრთხოება: საგანგებო სიტუაციებზე სწორი რეაგირება და ამასთან დაკავშირებით სავაჭრო ცენტრში არსებული სტანდარტების დაცვა - პასუხისმგებელია სატელეფონო ზარებზე პასუხის, ელფოსტის კონტროლისა და საჭიროებისამებრ ადმინისტრაციაში გადართვაზე. - აღრიცხოს მომხმარებელთა მიმართვები შესაბამისი დოკუმენტირების საშუალებით. - პასუხისმგებელია სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფაზე. - უზრუნველყოს დაკარგული და ნაპოვნი ნივთების (Lost & Found) რეგისტრაცია, შენახვა და გაცემის პროცესის მართვა დადგენილი პროცედურების შესაბამისად. - საჭიროების შემთხვევაში, შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამსახურებრივი დავალებები, რომლებიც შეესაბამება პოზიციის ფუნქციებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება. - მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება. - ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონისა. - MS Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა. - ეფექტური კომუნიკაციის გამორჩეული უნარები. - კონფლიქტური სიტუაციების მართვისა და გადაწყვეტის უნარი. - დროის ეფექტურად მართვის უნარი და ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულების შესაძლებლობა. - მომხმარებლებთან, მოიჯარეებთან, სავაჭრო ცენტრის მენეჯმენტთან, მომსახურების მომწოდებლებთან და სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი. - კეთილგანწყობილი, კომუნიკაბელური, პროაქტიული და შედეგზე ორიენტირებული პიროვნება. - პოზიტიური დამოკიდებულება და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის ძლიერი მოტივაცია.

გთხოვთ რეზიუმეები გამოაგზავნეთ შემდეგ მეილზე: sgogeshvili@galleria.ge

ვადა: 29.08.2026

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
Galleria Tbilisi
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა