9769 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

92PNRX03 გამოქვეყნდა 15 ოქტ 44 ნახვა

საბითუმო გაყიდვების მენეჯერი

Match Up Consulting გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
₾1200 / თვეში −49% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,352 ₾ · 151 განცხადება ბოლო ვადა: 16 ნოე
ფორმა · განცხადებაში

თუ ხარ დეტალებზე ორიენტირებული საბითუმო გაყიდვების მენეჯერი, რომელსაც აქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა, იცის ქართული და რუსული ენები, გამართულად მუშაობს საოფისე პროგრამებში — სწორედ შენ გეძებთ!

"Match Up Consulting"—ი პარტნიორი ლოჯისტიკური კომპანიისთვის ეძებს საბითუმო გაყიდვების მენეჯერს!

ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: ფიქსირებული: 1200 ლარი ხელზე ასაღები
  • ბონუსი: 1500 + ლარი (საშუალოდ გენერირებული)
  • სამუშაო ლოკაცია: თბილისი, საბურთალო;
  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (1 სთ შესვენება);
  • სამუშაო ფორმატი: ოფისიდან;
  • შვებულება — 24 სამუშაო დღე; კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე დღეებში — დასვენება.

შენი ძირითადი ფუნქციები იქნება:

  • ამერიკის შეერთებული შტატებიდან სატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვის მომსახურების გაყიდვა;
  • მიზნობრივი/პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა; მომხმარებლების ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით, კომპანიის სერვისების შეთავაზება და გაყიდვების სრული ციკლის კონტროლი;
  • მომხმარებლების ბაზის გაფართოება; შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება;
  • კომპანიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების გათვალისწინებით, პერსონალური სამუშაო გეგმის შედგენა და ყოველდღიური აქტივობის განხორციელება;
  • გეგმიური ანგარიშის წარმოება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.

აუცილებელია, რომ:

  • გქონდეს გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
  • გქონდეს მართვის მოწმობა (B კატეგორია);
  • იცოდე ქართული და რუსული ენები კარგად;
  • გქონდეს კომპიუტერული უნარები (Microsoft Office/Outlook, Google Suit).

შერჩევის ეტაპები:

  • რეკრუტერთან გასაუბრება;
  • ტესტირება;
  • გასაუბრება კომპანიის წარმომადგენელთან.

თუ მზად ხარ, მიიღო მონაწილეობა და შეიტანო წვლილი კომპანიის წარმატებაში, ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://shorturl.at/MnNQR

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა