საწყობისა და პროდუქციის განლაგების ასისტენტი
"DESIGN MALL" არის დიზაინისა და სარემონტო მასალების მოლი თბილისში, სადაც ერთ სივრცეში წარმოდგენილია სარემონტო მასალები, ავეჯი, განათება და დეკორი. მომხმარებლებს ასევე ვთავაზობთ პროფესიონალი დიზაინერებისა და არქიტექტორების მომსახურებას.
ჩვენი გუნდის გასაძლიერებლად ვეძებთ გამოცდილ, კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ საწყობისა და პროდუქციის განლაგების ასისტენტს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებას, დაეხმარება მათ სასურველი პროდუქციის შერჩევაში და აქტიურად ჩაერთვება გაყიდვების პროცესში.
ძირითადი მოვალეობები
- პროდუქციის მიღება და დასაწყობება;
- პროდუქციის სწორად განთავსება სავაჭრო სივრცესა და საწყობში;
- პროდუქციის რაოდენობისა და ნაშთების კონტროლი;
- საწყობის მოწესრიგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ფიზიკური დატვირთვისთვის მზადყოფნა.
დამატებითი უპირატესობა
- ERP ან სასაწყობე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- სამშენებლო და სარემონტო მასალების სფეროში გამოცდილება.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი, DESIGN MALL;
- სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 საათი);
- სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით, წინასწარ განსაზღვრული განრიგით;
- ანაზღაურება: 1, 400 ლარი თვეში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს დიზაინ მოლის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. შესაბამისი მოთხოვნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონულ მისამართზე.