8848 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

93AQ11HM გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

გენერალური მენეჯერი

კლინიკა კანი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კლინიკა კანი აცხადებს ვაკანსიას გენერალური მენეჯერის პოზიციაზე.

კლინიკა კანი ეძებს გამოცდილ, შედეგზე ორიენტირებულ და ლიდერული უნარების მქონე გენერალურ მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს კლინიკის ეფექტიან ოპერირებას, მაღალი ხარისხის მომსახურების შენარჩუნებას, გუნდის მართვასა და ბიზნესის მდგრად განვითარებას.

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკის ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობის სრული მართვა;

** ადმინისტრაციული, სამედიცინო და დამხმარე გუნდების ეფექტური კოორდინაცია;

** მომსახურების ხარისხის კონტროლი და პაციენტების გამოცდილების მუდმივი გაუმჯობესება;

** გაყიდვების, შემოსავლებისა და ძირითადი KPI-ების დაგეგმვა, მონიტორინგი და შესრულების უზრუნველყოფა;

** ბიუჯეტის, შესყიდვებისა და ხარჯების ეფექტიანი მართვა;

** სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია და თანამედროვე მართვის სტანდარტების დანერგვა;

** თანამშრომლების შერჩევის, ადაპტაციის, შეფასებისა და განვითარების პროცესების მართვა;

** დეპარტამენტებს შორის ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა;

** მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდებთან აქტიური თანამშრომლობა კლინიკის ზრდისა და განვითარების მიზნით;

** პრობლემების დროული იდენტიფიცირება და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება;

** რეგულარული ანგარიშგების მომზადება და წარდგენა კომპანიის ხელმძღვანელობისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;

** ძლიერი ლიდერული, ორგანიზაციული და სტრატეგიული მართვის უნარები;

** გუნდის მართვის, მოტივაციისა და განვითარების პრაქტიკული გამოცდილება;

** ანალიტიკური აზროვნება და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

** ფინანსური მაჩვენებლებისა და ბიზნეს-პროცესების კარგი ცოდნა;

** მოლაპარაკებების, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის მაღალი უნარები;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;

** Microsoft Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა.

** სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე:

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კლინიკა კანი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის