ანგიოლოგის ასისტენტი
კლინიკა „რეიმანი“ აცხადებს ვაკანსიას ანგიოლოგის ასისტენტების პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - შიდა პროგრამაში ჩანაწერების წარმოება; - პაციენტების ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური შედეგების მონიტორინგი ექიმის მითითებით; - პაციენტის ელექტრონული ისტორიის წარმოება და პროგრამაში მუშაობა ექიმის მითითებით; - პაციენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია ექიმის მითითებით; - პაციენტის გასინჯვა და ინსტრუმენტული კვლევაში მონაწილეობა ექიმის მითითებით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტი. - ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
ცოდნა, უნარები: - ინგლისური ენის ცოდნა; - საოფისო პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; - გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა; - დროის მენეჯმენტი; - კომუნიკაბელურობა , პუნქტუალურონა, ორგანიზებულობა; - ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზურაბ ანჯაფარიძის პირველი შესახვევი, #3
შერჩევის ეტაპები: - მიღებული რეზიუმეების გადარჩევა; - ინდივიდუალური გასაუბრება. - ტესტირება
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: - პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას; - თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეძენის შესაძლებლობას; - პაციენტთან პროფესიული ურთიერთობის გამოცდილებას; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.
კლინიკა „რეიმანი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის, კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/raymann.ge
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://hel-ai.com/apply/lAc7kYFd
გისურვებთ წარმატებებს!