გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

93W752VN გამოქვეყნდა 2 ნოე 14 ნახვა

საოპერაციო მენეჯერი

Meet in Georgia გარე განცხადება
₾2000–2200 / თვეში −8% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,274 ₾ · 116 განცხადება ბოლო ვადა: 1 დეკ
შესვლა და განაცხადი
დაზღვევა · განცხადებაში

ტურისტული კომპანია "Meet in Georgia" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის (Operations Manager) (გერმანული და/ან ინგლისური ენების ცოდნით) პოზიციაზე.

"Meet in Georgia" არის შემომყვანი ტურისტული კომპანია, რომელიც 2014 წლიდან ემსახურება უცხოელ მოგზაურებს საქართველოში, ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან.

თუ გაინტერესებთ ტურიზმის სფერო, გიყვართ მოგზაურობა, ფლობთ უცხო ენებს და გსურთ პროფესიული განვითარება საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით, გეპატიჟებით ჩვენს გუნდში!

ძირითადი მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ტურიზმის, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ლოჯისტიკის, ან უცხო ენების მიმართულებით;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია);
  • გერმანული და/ან ინგლისური ენის ცოდნა (წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი, მინიმუმ B2 დონე). ორივე ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ტურიზმის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა და საქმიანი მიმოწერის წარმოების უნარი;
  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
  • პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და ეფექტურად გადაჭრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებისა და სტრესულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნების უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის, პასუხისმგებლობის აღებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობის გამოცდილება. საზღვარგარეთ მოგზაურობის ან ცხოვრების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები

  • გაყიდული ტურისტული პროგრამების საოპერაციო მომზადება და მათი შეუფერხებელი განხორციელების უზრუნველყოფა;
  • ტურისტული ობიექტებისა და მომსახურების მიმწოდებლების (სასტუმროები, რესტორნები, მარნები, მუზეუმები, სატრანსპორტო კომპანიები და სხვა) დაჯავშნა, ჯავშნების დადასტურება და მათი შესრულების კონტროლი;
  • გიდების, მძღოლებისა და ტურის განხორციელებაში ჩართული სხვა პირების კოორდინაცია;
  • დამკვეთისთვის, გიდისთვის, მძღოლისა და ტურის სხვა მონაწილეებისთვის საჭირო ინფორმაციის სრულყოფილად და ზუსტად მომზადება და დროული მიწოდება;
  • კომპანიის თანამშრომლებთან ინფორმაციის ეფექტური გაცვლა და საოპერაციო პროცესების კოორდინაცია;
  • ტურის მიმდინარეობისას წარმოქმნილ გაუთვალისწინებელ სიტუაციებსა და პრობლემებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება;
  • სტუმართა უკუკავშირის მიღება და მომსახურების ხარისხის კონტროლში მონაწილეობა;
  • პროფესიული განვითარების მიზნით ტრენინგებსა და სასწავლო აქტივობებში მონაწილეობა.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო დღეები მაღალ სეზონზე, აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით: კვირაში 5 დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სამუშაო საათები: 09:30-18:00; შესვენება 13:00-14:00.
  • სამუშაო დღეები დაბალ სეზონზე, ნოემბრიდან მარტის ჩათვლით: კვირაში 4 დღე, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით; სამუშაო საათები: 10:00-17:00; შესვენება 13:00-14:00.

ჩვენ გთავაზობთ

  • სასიამოვნო და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს თბილისის ცენტრში, ისტორიულ შენობაში მდებარე ოფისში (გიორგი ათონელის ქ. №23);
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაცნობით და სამუშაო ვიზიტებს ტურისტული ობიექტებისა და ადგილობრივი პარტნიორების უკეთ გაცნობის მიზნით;
  • პროფესიული განვითარებისა და დარგობრივ ტრენინგებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებად ყოველწლიურ შვებულებას - 24 სამუშაო დღეს;

ყოველთვიური ანაზღაურება (ხელზე ასაღები)

  • 2, 000-2, 200 ლარი - გერმანული და ინგლისური ენების ცოდნის შემთხვევაში;
  • 1, 500-1, 700 ლარი - ერთ-ერთი უცხო ენის (გერმანული ან ინგლისური) ცოდნის შემთხვევაში.
  • ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის პროფესიული გამოცდილების, ენობრივი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
  • გამოსაცდელი პერიოდი: პირველი 3 თვის განმავლობაში ანაზღაურება იქნება შეთანხმებულ ყოველთვიურ ხელფასზე 200 ლარით ნაკლები.

დამატებითი ბონუსი: წარმატებული მუშაობის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი ბონუსის მიღება, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს კლიენტებისა და პარტნიორების კმაყოფილებას, მომსახურების ხარისხსა და სამუშაოს ეფექტიანად შესრულებას.

გთხოვთ, გაეცნოთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი ელფოსტაზე, არაუგვიანეს 2026 წლის 30 ნოემბრისა.

წერილის სათაურში მიუთითეთ: "ვაკანსია - საოპერაციო მენეჯერის პოზიცია".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა