9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

962SJNY2 გამოქვეყნდა 15 ოქტ 42 ნახვა

კომპიუტერული კომპანია ITWorks

კომპიუტერული კომპანია ITWorks

კომპიუტერების ტექნიკოსი

კომპიუტერული კომპანია ITWorks გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა ტექნიკოსი
შესვლა და განაცხადი
₾1200–1500 / თვეში −37% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,154 ₾ · 29 განცხადება ბოლო ვადა: 13 ნოე

ITWorks ეძებს კომპიუტერების ტექნიკოსს, რომელსაც კომპიუტერული ჰარდვერისა და სოფტვერის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება აქვს.

ძირითადი მოვალეობები: - კომპიუტერების აწყობა, განახლება და გამართულობის შემოწმება; - კომპიუტერებისა და მათი კომპონენტების დიაგნოსტიკა, გაუმართაობის მიზეზების დადგენა და აღმოფხვრა; - ოპერაციული სისტემების, დრაივერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და გამართვა; - BIOS-ის განახლება და პარამეტრების სწორად კონფიგურაცია; - სისტემის სტაბილურობის, წარმადობისა და ტემპერატურების ტესტირება; - კომპიუტერების გაწმენდა და თერმო პასტების შეცვლა. - საგარანტიო და არასაგარანტიო სერვისში შემოსული ტექნიკის შემოწმება და შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა; - მომხმარებლისთვის ტექნიკური საკითხების გასაგებად ახსნა და რეკომენდაციების მიცემა.

ძირითადი მოთხოვნები: - კომპიუტერული ჰარდვერისა და სოფტვერის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა; - თანამედროვე პროცესორების, ვიდეო ბარათების, დედა დაფების, ოპერატიული მეხსიერებისა და სხვა კომპონენტების ცოდნა; - კომპონენტების თავსებადობის სწორად განსაზღვრისა და კომპიუტერის დამოუკიდებლად აწყობის უნარი; - ჰარდვერული და პროგრამული პრობლემების დიაგნოსტიკის პრაქტიკული გამოცდილება; - Windows-ის ინსტალაციის, გამართვისა და პრობლემების აღმოფხვრის ცოდნა; - სადიაგნოსტიკო და სტრესტესტის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; - ტექნიკური დოკუმენტაციისა და ინსტრუქციების ინგლისურ ენაზე გაგების უნარი; - პასუხისმგებლობა, სიზუსტე და დეტალებისადმი ყურადღება; - სამუშაოს ორგანიზებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; - გუნდთან და მომხმარებელთან გამართული კომუნიკაცია.

უპირატესობად ჩაითვლება: - კომპიუტერულ სერვისში მუშაობის გამოცდილება; - Gaming და Workstation სისტემების აწყობისა და გამართვის გამოცდილება; - ლეპტოპების დიაგნოსტიკისა და მომსახურების ცოდნა; - ქსელებისა და ქსელური მოწყობილობების გამართვის საბაზისო ცოდნა; - კომპიუტერული ტექნოლოგიების სიახლეებისადმი ინტერესი და ცოდნის მუდმივად განახლების სურვილი.

სამუშაო პირობები: - სამუშაო ადგილი: ვაჟა-ფშაველას გამზირი / 78ა; - სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 11:00-20:00 - ანაზღაურება: 1200-1500₾ ფიქსირებული / გამოცდილების მიხედვით + ბონუსი შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ: „კომპიუტერების ტექნიკოსი“. შეგიძლიათ CV-ს დაურთოთ თქვენი გამოცდილების მოკლე აღწერა — რა ტიპის სისტემებთან გიმუშავიათ და რა ტექნიკური პრობლემები გადაგიჭრიათ დამოუკიდებლად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა