დამხმარე ბუღალტერი
სადისტრიბუციო კომპანია "დაკო ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ: https://dakogroup.ge/
თუ გაქვთ საბუღალტრო მიმართულებით მუშაობის საბაზისო გამოცდილება, ხართ პასუხისმგებლიანი, დეტალებზე ორიენტირებული და სწრაფად ითვისებთ სიახლეებს, გიწვევთ ჩვენს გუნდში სამუშაოდ.
ძირითადი მოვალეობები:
- სასაქონლო ზედნადების ატვირთვა, მიღებული და გამოწერილი ზედნადებების შედარება პროგრამულ მონაცემებთან;
- საბანკო ამონაწერების გატარება;
- დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
- საწყობის რეპორტის საფუძველზე წარმოების ოპერაციების ასახვა პროგრამაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება ბუღალტერიაში, ფინანსებში, ბიზნესის ადმინისტრირებასა ან ეკონომიკაში;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, MS Outlook);
- RS.GE -ზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ინტერნეტ ბანკებთან მუშაობის გამოცდილება;
- ბუღალტრულ პროგრამებთან მუშაობის საბაზისო გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება Fina-ს).
ოფისის მდებარეობა: ქ.თბილისი, ორხევის დასახლება. სამუშაო განაკვეთი: სრული 9:30-18:30 გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე. ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ რეზიუმე მისამართზე და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დამხმარე ბუღალტერი". წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.