9,426 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

96SFTD79 გამოქვეყნდა 13 სექ 15 ნახვა

GLI

GLI

ტექნიკოსი

GLI გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 11 ოქტ

ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში

ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და განახორციელა 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას, სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას, ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას, ასევე საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობასა და მათი სტანდარტების შესაბამისად ოპერირებას. ჯგუფი თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიცაა Hilton და Hampton by Hilton.

დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც კომპანიას ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებას, პროფესიულ წინსვლასა და საერთაშორისო ბრენდული სტანდარტების მიხედვით მუშაობის კულტურის ჩამოყალიბებას.

ძირითადი მოვალეობები: - პროდუქციის მიღება დასაწყობება. - უფროსი ტექნიკოსების სამუშაოების მიმდინარეობისას ფიზიკური დახმარება. - უფროსი ტექნიკოსების მიერ მითითებული სამუშაოების შესრულება.

სამუშაო პირობები: - სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ.№40/ნ.დუმბაძის ქ.№2 - სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათი) - ანაზღაურება: შეთანხმებით

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს: - ჯანმრთელობის დაზღვევა; - 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa; - 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე „არგო“; - ფასდაკლება რესტორან „არგო“-ში; - 50%-იან ფასდაკლებას Hampton by Hilton Batumi Center -ში; - დასაქმების შემდეგ თანამშრომლის შვილების ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ ჩარიცხვის შემთხვევაში - 10%-იანი ფასდაკლება;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: LINK : https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_nuvhv/ ან დაგვიკავშირდით +995 511 41 52 85 დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
GLI
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა