მცხობელი/ჰოთ-დოგის მზარეული
“კარფური სითი” აცხადებს ვაკანსიას მცხობელის/ჰოთდოგის მზარეულის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები - მომხმარებლის პროფესიული და თავაზიანი მომსახურება, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ; - ბლინის ცომის მომზადება და გამოცხობა კომპანიის სტანდარტების შესაბამისად/ჰოთ-დოგის მომზადება სტანდარტისა და რეცეპტის მიხედვით; - რეცეპტებისთვის მარაგების კონტროლი; - პროდუქციის ვიზუალური და გემოვნური ხარისხის მუდმივი კონტროლი; - სამუშაო სივრცის სისუფთავის და ჰიგიენური ნორმების დაცვა; - საწყობიდან საჭირო ინგრედიენტების მიღება და სწორად შენახვა; - მომხმარებლისთვის ახალი და ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზება; - სამუშაო პროცესში ტექნიკისა და აღჭურვილობის უსაფრთხო გამოყენება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები - სამზარეულოში ან მცხობელის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - სისუფთავის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვისა და ორგანიზებულობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ: - ფიქსირებული ანაზღაურება 1100-1300ლ. ანაზღაურება დამოკიდებულია ნამუშევარ საათებზე
- ტრენინგებისა და სწავლების შესაძლებლობას
- დასაქმებას შეხვედრის დღესვე
- სამუშაო ცვლაში
- ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო შეთავაზებას
- მდიდარ კორპორაციულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს
მისამართი: თბილისი, საბურთალო, მერაბ კოსტავას ქ. 73.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მცხობელი/ჰოთ-დოგის მზარეული "
ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე:
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.