საველე ოპერაციების მიმართულების კოორდინატორი
შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას საველე ოპერაციების მიმართულების კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 42 განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
ფუნქცია-მოვალეობები:
- საველე ოპერაციების მიმართულების ყოველდღიური ადმინისტრაციული და საოპერაციო პროცესების კოორდინაცია;
- მიმართულების ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი და ანალიზი;
- ხარჯების აღრიცხვა, კონტროლი და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
- შესრულებული პროექტების ხარჯთაღრიცხვის მომზადება და ანალიზი;
- მასალების, მოწყობილობებისა და სხვა რესურსების ნაშთების კონტროლი და ანალიზი;
- საწყობთან და შესაბამის სამსახურებთან კოორდინაცია მარაგების მართვის პროცესში;
- მიმართულების საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანგარიშგება;
- შესრულებული სამუშაოების ეფექტიანობისა და რესურსების გამოყენების ანალიზი;
- პროცესების, ინსტრუქციების, სამუშაო წესებისა და სხვა საოპერაციო დოკუმენტაციის მომზადება და განახლება;
- მიმართულების ხელმძღვანელისთვის პრეზენტაციების, ანგარიშებისა და ანალიტიკური მასალების მომზადება;
- სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან კომუნიკაცია და ინფორმაციის კოორდინაცია;
- პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი და სტატუსების კონსოლიდაცია;
- მიმართულების ფარგლებში განსაზღვრული KPI-ებისა და საოპერაციო მაჩვენებლების მონიტორინგი;
- ხელმძღვანელის დავალებით სხვადასხვა ანალიტიკური და ადმინისტრაციული ამოცანების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- (MS Office) პროგრამების ძალიან კარგად ცოდნა;
- სატელეკომუნიკაციო ან ტექნიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა და სისტემურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
- კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი;
- პრობლემების ანალიზისა და გადაწყვეტილებების შეთავაზების უნარი;
- პროაქტიულობა და ინიციატივიანობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე და დანიშნულების ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - საველე ოპერაციების მიმართულების კოორდინატორი.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ახალი ქსელები"-ს მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
შპს "ახალი ქსელები" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.