9768 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

981CK4G8 გამოქვეყნდა 16 ოქტ 56 ნახვა

სახმელეთო გადაზიდვების მენეჯერი

CHARTER-LINK გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 17 ნოე

"CHARTER-LINK" აცხადებს ვაკანსიას სახმელეთო გადაზიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, საქართველო სამუშაო გრაფიკი: სრული (Full-time)

ჩვენი კომპანია 13 წელზე მეტია, წარმატებით ოპერირებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სატრანსპორტო-საექსპედიტორო ბაზარზე. მულტიმოდალური გადაზიდვების მიმართულებით დაგროვილი გამოცდილება, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და სექტორში მყარი პოზიციონირება საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხისა და მოქნილი ლოგისტიკური სერვისები.

ბიზნესისა და სახმელეთო მიმართულების გაფართოებასთან დაკავშირებით, ვეძებთ გამოცდილ, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ კადრს სახმელეთო გადაზიდვების ეფექტური მართვისა და ოპერაციული პროცესების უზრუნველსაყოფად.

ძირითადი მოვალეობები

გადაზიდვების ორგანიზება და ოპერატიული მართვა:

  • სახმელეთო გადაზიდვების სრული ციკლის დაგეგმვა, ორგანიზება და პროცესის უწყვეტი მონიტორინგი;
  • ტვირთის აღწერილობის, მოცულობისა და სპეციფიკის მიხედვით ოპტიმალური მარშრუტების/ტარიფების დამუშავება და ხარჯების ოპტიმიზაცია;
  • შეკვეთების მიღება, დამუშავება და მათი ოპერატიულად და შეუფერხებლად შესრულების უზრუნველყოფა;
  • ტვირთის ადგილმდებარეობის მუდმივი მონიტორინგი და ყოველდღიური სტატუსების (Status Updates) მომზადება და მიწოდება.

პარტნიორებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობა:

  • ახალი სატრანსპორტო კომპანიების, ინდმეწარმე მძღოლების (Carriers/Transporters) და სერვისის მომწოდებლების აქტიური მოძიება;
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმართვა, საუკეთესო პირობების შეთანხმება და გრძელვადიანი, საიმედო პარტნიორული ურთიერთობების დამყარება.

დოკუმენტაცია და პრობლემების მართვა:

  • გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (CMR, ნებართვები, თანმხლები საბუთები) სისწორისა და სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • გადაზიდვის პროცესში წამოჭრილი შეფერხებების, გაუგებრობებისა თუ ფორსმაჟორული სიტუაციების სწრაფი და ეფექტური გადაჭრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • გამოცდილება: სატრანსპორტო-საექსპედიტორო სფეროში მუშაობის აუცილებელი გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება უშუალოდ სახმელეთო გადაზიდვების მიმართულებით გამოცდილება);
  • განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია ლოგისტიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომარაგების ჯაჭვის მართვის მიმართულებით);
  • ენების ფლობა: ინგლისური და რუსული ენები B1/B2 დონეზე (საკომუნიკაციო და საქმიანი მიმოწერის დონეზე); თურქული ენის ფლობა საკომუნიკაციო დონეზე (ჩაითვლება უპირატესობად);
  • პროგრამული უნარები: MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel) კარგი ცოდნა; ლოგისტიკური პროცესებისა და საერთაშორისო გადაზიდვების რეგულაციების ცოდნა.

პიროვნული უნარები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი გულმოდგინე დამოკიდებულება (შრომისმოყვარეობა);
  • გამართული კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში სწრაფი ორიენტაცია, ცივი გონებით აზროვნება და პრობლემების ოპერატიულად აღმოფხვრა;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.

რას გთავაზობთ

  • მზარდ ანაზღაურებას (თქვენს გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე მორგებულს);
  • სტაბილურ, მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას.

განაცხადის მიღების წესი

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარები შეესაბამება აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე.

გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: სახმელეთო გადაზიდვების მენეჯერი / Road Freight Manager.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა