8487 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

99B3C6RF გამოქვეყნდა 3 სექ 1 ნახვა

მოლარე-კონსულტანტი

ლიბრა გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება გაყიდვები
₾900–1200 / თვეში ბოლო ვადა:

წიგნის მაღაზიათა ქსელი "ლიბრა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში 2 ლოკაციაზე: ვ. ფშაველას 30ბ; დიდი დიღომი, ფ. მეფის გამზ. 1

სასურველია:

** წიგნების გაყიდვების სფეროში მოწინავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

** კომპიუტერული პროგრამების ფლობა: MS Word, MS Excel, Google email

ჩვენ ვეძებთ კომუნიკაბელურ, აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ იმუშაონ წიგნების გაყიდვების სფეროში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ნებისმიერი პროგრამის კურსდამთავრებული ან სტუდენტი

** სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

** საოფისე პროგრამების ცოდნა

** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

** სასურველია სალარო აპარატის და ტერმინალის ფლობა

ძირითადი მოთხოვნები:

** შემოსული ზარების მიღება და მათზე სათანადო რეაგირება

** პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა

** ფილიალის ადმინისტრაციულ და ტექნიკური საკითხების მართვა, თანამდებობრივი ინსტრუქციების მიხედვით

** პოტენციური მომხმარებლებისათვის გასაყიდი პროდუქტის/მომსახურების გაცნობა და შეთავაზება

** არსებული მომხმარებლების ინფორმირება ფასდაკლებისა და სხვა აქციების შესახებ

** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა

** გაყიდვების გეგმის შესრულება.

დამატებითი მოთხოვნები:

კანდიდატს უნდა ჰქონდეს შემდეგი ცოდნა/გამოცდილება:

** სატელეფონო კომუნიკაციის ეტიკეტი

** მომხმარებელთან ურთიერთობა

** გაყიდვების ტექნიკების ფლობა

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობას

** კომფორტულ სამუშაო გარემოს

** მეგობრულ ატმოსფეროს.

სამუშაო გრაფიკი:

** 6 სამუშაო დღე კვირაში

** კვირა დასვენება

შრომის ანაზღაურება: 900-დან 1200 ლარამდე, ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად მოქმედებს საბონუსე სქემა ყოველთვე.

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: რეზიუმეების გადარჩევა, სატელეფონო გასაუბრება და პირისპირ გასაუბრება, ერთკვირიანი სტაჟირება და საცდელი ვადა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ლიბრა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის