დამხმარე პედაგოგი
შპს "იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი" (კიკეთი) აცხადებს ვაკანსიას დამხმარე პედაგოგის პოზიციაზე, დაწყებით საფეხურზე.
ძირითადი მოვალეობები:
- დამრიგებლის დახმარება სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
- მოსწავლეთა მხარდაჭერა საგაკვეთილო და დამოუკიდებელი მუშაობის დროს;
- კლასში ორგანიზებული, უსაფრთხო და პოზიტიური სასწავლო გარემოს შენარჩუნების ხელშეწყობა.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვთა განვითარების თავისებურებების საბაზისო ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და ორგანიზაციული უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
უპირატესობად ჩაითვლება:
- უმაღლესი განათლება პედაგოგიკის, განათლების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;
- დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება;
- სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და კლასის მართვის პრინციპების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 12 ნოემბერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.