საქმეთა მმართველი / ობიექტების მენეჯერი
Kotejebi.ge აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საქმეთა მმართველი / ობიექტების მენეჯერი სამუშაო ადგილი: სამშენებლო ობიექტები საქართველოს რეგიონებში · ბაზა — თბილისი Kotejebi.ge ეძებს საქმეთა მმართველს / ობიექტების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მიმდინარე სამშენებლო ობიექტების ყოველდღიურ კონტროლსა და მართვაზე. ჩვენ სრულ ციკლს ვუძღვებით — ნებართვიდან გასაღებამდე. შენ ხარ ის, ვინც ამ დაპირებას ობიექტზე შედეგად აქცევს.
ფიქსირებული ანაზღაურება 3,500 ₾ ხელზე ბონუსი შედეგზე 800 ₾-მდე თვეში სამსახურებრივი გადაადგილება საწვავი კომპანიისგან
ძირითადი მოვალეობები - სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე პროცესების ყოველდღიური კონტროლი — ადგილზე და დისტანციურად; - საკვანძო ეტაპებზე ობიექტზე პირადი დასწრება: საძირკველი/კარკასი · კომუნიკაციები დაფარვამდე · გამართვა-გადაცემა; - სამუშაოების გეგმისა და ვადების შესრულების მონიტორინგი; - მუშებისა და ქვეკონტრაქტორების საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი; - სამშენებლო მასალების საჭიროების განსაზღვრა და მათი დროული მიწოდების კონტროლი; - შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი; - ობიექტზე არსებული პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტის ორგანიზება; - ეტაპობრივი ფოტო/ვიდეო ანგარიშგება — ყველა კვანძის ფიქსაცია დაფარვამდე; - შესრულებული სამუშაოებისა და გამოყენებული მასალების აღრიცხვა; - ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშგების მომზადება; - ობიექტის შესწავლა და მისი რეალური ღირებულების განსაზღვრა — დამოუკიდებლად, ინიციატივით; - პროექტის ბიუჯეტისა და ხარჯების კონტროლში მონაწილეობა.
მოთხოვნები - სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; - ობიექტის მართვის ან ზედამხედველობის გამოცდილება — აუცილებელია; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; - ადამიანების მართვისა და კომუნიკაციის კარგი უნარი; - პრობლემების სწრაფად შეფასებისა და გადაწყვეტის უნარი; - ხარჯთაღრიცხვის შედგენის უნარი — მასალისა და სამუშაოს რეალური ღირებულების დათვლა; - ავტომობილის მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი — აუცილებელია; - კომპიუტერთან თავისუფალი მუშაობა — ფოტოანგარიშები, ცხრილები, დისტანციური კომუნიკაცია; - მზადყოფნა რეგიონებში რეგულარული - მივლინებისთვის, ღამისთევის ჩათვლით. ჩვენ გთავაზობთ - სტაბილურ სამუშაოს განვითარებად სამშენებლო კომპანიაში; - ხელფასის გადახედვას ყოველ 6 თვეში — ზრდა შედეგების მიხედვით; - გაზომვად ბონუსების სისტემას შედეგების მიხედვით; - საწვავის ხარჯის ანაზღაურებას; - დამოუკიდებლობას გადაწყვეტილებებში — ობიექტი შენი პასუხისმგებლობაა; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.