8906 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

9CV49NSD გამოქვეყნდა 10 სექ 11 ნახვა

ბს/2 ჯორჯია

ბს/2 ჯორჯია

ტექნიკოსი ATM/POS მიმართულებით

ბს/2 ჯორჯია გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
₾1300–2000 / თვეში ბოლო ვადა:

ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ტექნიკოსი ATM/POS მიმართულებით - ოზურგეთი.

"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ATM და POS საბანკო მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსის პოზიციაზე ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში.

"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.

ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More

ლოკაცია: ოზურგეთი, ლანჩხუთი ან ჩოხატაური. ანაზღაურება: 1300-2000 ლარი (ხელზე ასაღები).

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** ATM/PayBox მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, კონფიგურაცია ** ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და დაზიანებული ნაწილების შეკეთება, ან საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება ** მოწყობილობების სისტემურ ქსელებთან დაკავშირება ან/და გამართვა ** მოწყობილობების პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმება ** ATM/PayBox სისტემების უსაფრთხოების პროტოკოლების და ინსტრუქციების დაცვა ** EFTPOS საგადასახადო მოწყობილობების დაყენება და კონფიგურაცია

მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის ქონა; ** ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა; ** ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN); ** კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა; ** სასურველია განათლება ტექნიკური, ან IT მიმართულებით.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების შესაძლებლობას; ** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, გამოცდილების შესაბამისად; ** საბონუსე სისტემას, შესრულებული დავალებების გათვალისწინებით; ** საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას; ** საკუთარი ავტომობილით თანამშრომლობის შემთხვევაში იჯარის ანაზღაურებას და ავტომობილის დაზღვევას; ** საწვავის ხარჯების ანაზღაურებას; ** პარკირების გადასახადის უზრუნველყოფას; ** სამსახურებრივი მიზნებისთვის მობილურ ტელეფონს, ულიმიტო საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას და Fitpass-ს.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/5D6yAGsb

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ბს/2 ჯორჯია
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა