ონლაინ გაყიდვების კონსულტანტი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვარკეთილი, თვალჭრელიძის ქუჩა (ისთ ფოინთთან ახლოს) სამუშაო გრაფიკი:საღამოს საათების განრიგით, კვირაში 5 სამუშაო დღე, 18:00-23:00-მდე. ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + ბონუსები
ძირითადი მოვალეობები:
- სოციალურ ქსელებში ლაივ-ჩართვების საშუალებით პროდუქციის წარდგენა და გაყიდვა
- მაღაზიის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- კომპანიის შიდა განაწესისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა;
- საწყობში პროდუქციის აღწერის მონიტორინგი
- მომხმარებლის ეფექტური მომსახურებისთვის აუცილებელი კომფორტული გარემოს შექმნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- უპირატესობად ჩაითვლება ონლაინ სფეროში მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- პრეზენტაბელურობა, საკუთარ თავზე მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
- როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
აპლიკანტების საყურადღებოდ: გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ კვალიფიციური კანდიდატები. სატელეფონო ზარები არ მიიღება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.