8556 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

9EHXWXX4 გამოქვეყნდა 25 აგვ 20 ნახვა

ტექტო ჯგუფი

ტექტო ჯგუფი

ბრენდ მენეჯერი

ტექტო ჯგუფი გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შეთანხმებით ბოლო ვადა:

Tekto Group - სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელიც ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ და საინვესტიციო პროექტებს შავი ზღვის სანაპიროზე, აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. №4 სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები: - ბრენდის სტრატეგია და იმიჯი: კომპანიისა და მისი პროექტების პოზიციონირების, ტონალობის (Tone of Voice) და ვიზუალური სტილის მართვა/კონტროლი. - Brand Book-ის მართვა: არსებული სტანდარტების დანერგვა ყოველდღიურ კომუნიკაციაში და ახალი პროექტების Brand Book-ების შექმნაში მონაწილეობა. - მარკეტინგული კამპანიები: სარეკლამო კამპანიების, სოციალური მედიისა და სხვა საკომუნიკაციო არხების დაგეგმვა და ეფექტური მართვა. - გაყიდვების მხარდაჭერა: გაყიდვების გუნდისთვის საჭირო მასალების (პრეზენტაციები, ბროშურები, საინფორმაციო PDF-ები) მომზადება და კონტენტის ოპტიმიზაცია. - ანალიტიკა და მონიტორინგი: ბაზრის, კონკურენტების, ლიდების ხარისხისა და მარკეტინგული აქტივობების შედეგების მუდმივი ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია დეველოპმენტში); - კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება; - ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი; - ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი და მაღალი სამუშაო ეთიკა.

რას გთავაზობთ: - კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული + ბონუსი); - პროფესიულ განვითარებასა და ტრენინგებს; - კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას; - თანამედროვე, დინამიკურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: (გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ: ბრენდ მენეჯერი)

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ტექტო ჯგუფი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის