7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

9EM2D743 გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

მარკეტინგის ხელმძღვანელი

HomeX via hr.ge
ბათუმი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
₾5000 / თვეში ბოლო ვადა:

Homex აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის ხელმძღვანელის (руководитель отдела маркетинга) პოზიციაზე

კომპანია: Homex / Lagoon Resort ლოკაცია: ბათუმი

ვის ვეძებთ ვეძებთ ძლიერ მარკეტინგის ხელმძღვანელს, რომელიც შეძლებს არა მხოლოდ რეკლამის მართვას, არამედ მთლიანად კომპანიის მარკეტინგული სისტემის შექმნას და განვითარებას. ეს პოზიცია არ არის მხოლოდ SMM-ის, Meta Ads-ის ან კონტენტის მართვა. გვჭირდება ადამიანი, რომელსაც შეუძლია ბიზნესის, მომხმარებლისა და ბაზრის ღრმა ანალიზი და ამ ანალიზზე დაფუძნებული მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღება.

ძირითადი პასუხისმგებლობები - მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა და განხორციელება; - მომხმარებლის ღრმა კვლევა და სეგმენტაცია; - პროექტის პოზიციონირების განვითარება; - კონკურენტების სისტემური ანალიზი; - გაყიდვების ფანელის გაუმჯობესება; - ლიდების ხარისხისა და კონვერსიის ზრდა; - მარკეტინგული ბიუჯეტის მართვა; - გარე სააგენტოებისა და კონტრაქტორების კოორდინაცია; - შედეგების ანალიზი KPI-ების მიხედვით; - ახალი იდეებისა და ჰიპოთეზების ტესტირება.

აუცილებელი მოთხოვნები - მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მარკეტინგში; - სტრატეგიული აზროვნება; - ძლიერი ანალიტიკური უნარები; - მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება; - ბრენდინგისა და პოზიციონირების კარგი ცოდნა; - ციფრული მარკეტინგის პრაქტიკული გამოცდილება; - კომუნიკაციისა და ლიდერობის მაღალი უნარი. - დიდი უპირატესობა იქნება - უძრავი ქონების ან დეველოპერულ სექტორში მუშაობის გამოცდილება; - საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობის გამოცდილება; - ინგლისური ენის ცოდნა.

რას გთავაზობთ - შესაძლებლობას, შექმნათ ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური დეველოპერული პროექტის მარკეტინგი საქართველოში; - დამოუკიდებლობას გადაწყვეტილებების მიღებაში; - კონკურენტულ ანაზღაურებას ფიქსირებული 5000 ლარი და ბონუსი - პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: eldar@lagoon-resort.ge ან დაგვიკავშირდით Телефон: +995514009009

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
HomeX
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა