ელექტრო ტექნიკოსი/მემონტაჟე
შპს "Flexsecure" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-ტექნიკოსის (მემონტაჟე) პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სრული სამუშაო დღე, 09:00-დან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები თანხა 1500 ლარი.
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ორთაჭალა, გულუას ქ.N3
** გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი).
ზოგადი მოვალეობები:
** განახორციელოს ტექნიკური მოწყობილობების (ელექტრო სადენების) ხარისხიანი მონტაჟი;
** საჭიროებისამებრ შეაკეთოს დაზიანებული მოწყობილობები;
** განახორციელოს მოწყობილობების ხარისხის და ფუნქციონალობის კონტროლი;
** შეასრულოს სისტემების პროგრამირება;
** მოახდინოს აღწერა ტექნიკისა და მოწყობილობების მდგომარეობის შესახებ;
** მოახდინოს ელექტრული მოწყობილობების ექსპლუატაციის პირობების დაცვა;
** სამუშაო იარაღების მოხმარების ცოდნა უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით;
** სხვა დაკავშირებული ამოცანები.
მთავარი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება საინჟინრო განხრით;
** სუსტ დენებზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ტექნიკური დოკუმენტაციისა და ელექტრული სქემების წაკითხვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა;
** ორგანიზებული, დისციპლინირებული ადამიანი, გუნდური მუშაობის უნარით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გადმოაგზავნოთ CV ფოტოსთან ერთად ქართულ ან ინგლისურ ენაზე მისამართზე: გთხოვთ subject გრაფაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.