საწყობის თანამშრომელი
"ბორან ლაითი" (ბორან ჯგუფის შვილობილი კომპანია) აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისში.
მისამართი: ქ. თბილისი, მარნეულის ქ. N44
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00
ანაზღაურება: 1800 ლარიდან 2300 ლარამდე.
კომპანია სთავაზობს თანამშრომლებს დამატებით ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევა, ფიტპასი
კომპანია ბორან ლაითი დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: TOLSEN, CROWN, DEWALT, LINUS, SCHPINDEL, KETTLER და ა.შ.)
კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება, დათვლა, აღრიცხვა;
** პროდუქციის დასაწყობება;
** საწყობში შეკვეთების მომზადება;
** პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობა
** ორგანიზებულობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:. პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელფოსტის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.