კონტენტ კრეატორი
„ჩაჩავა“-ს კლინიკა აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის პოზიციაზე „ჩაჩავა“-ს კლინიკა მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც მრავალრიცხვოვან პაციენტებს ევროპული სტანდარტის შესაბამის, ყველა ტიპის სამედიცინო სერვისს სთავაზობს. სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთაველი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30 ვეძებთ აქტიურ და იდეებით სავსე კონტენტ კრეატორს, რომელიც იზრუნებს კლინიკის სოციალური მედიის განვითარებაზე და საინტერესო, თანამედროვე კონტენტის შექმნაზე.
ძირითადი მოვალეობები: - სოციალური მედიისთვის ფოტო, ვიდეო და ტექსტური კონტენტის შექმნა; - Instagram, Facebook, და სხვა პლატფორმებისთვის კონტენტის დაგეგმვა და მომზადება; - Reels, Stories და მოკლე ვიდეოების გადაღება და მონტაჟი; - ექიმების, კლინიკის სერვისებისა და პაციენტებისთვის საინტერესო თემების კრეატიულად წარმოჩენა; - სოციალური მედიისთვის ახალი იდეებისა და კონტენტ-რუბრიკების შეთავაზება; - კონტენტ-გეგმის შედგენა და მისი განხორციელება; - გადაღებების ორგანიზება კლინიკაში; - გამოქვეყნებული კონტენტის შედეგების ანალიზი და გაუმჯობესების გზების შეთავაზება.
ჩვენი მოლოდინი: - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - სოციალური მედიის პლატფორმების კარგი ცოდნა; - ვიდეოს გადაღებისა და მონტაჟის უნარი; - CapCut-ის, Canva-ს ან მსგავსი პროგრამების ცოდნა; - კრეატიული აზროვნება და ახალი იდეების გენერირების უნარი; - კარგი კომუნიკაციის უნარი; - პასუხისმგებლიანობა და ორგანიზებულობა; - სამედიცინო თემებისადმი ინტერესისა და ინფორმაციის მარტივად, საინტერესო ფორმით გადმოცემის უნარი ჩაითვლება უპირატესობად.
პორტფოლიოს არსებობა აუცილებელია. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და თქვენი განაცხადი გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე და მიუთითეთ თქვენთვის მისაღები მოსალოდნელი ანაზღაურება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.